დააკავეს დედა და ბებია, რომლებმაც 8 წლის ბიჭი სცემეს და საღორეში ჩაკეტეს - ახალი დეტალები
1745609228
მექსიკაში, „გარდაცვლილმა“ 3 წლის გოგონამ საკუთარ დაკრძალვაზე გაიღვიძა.
ამის შესახებ Foxnews-ი წერს.
მაშინ როდესაც 3 წლის კამილას ოჯახი ქალიშვილის პანაშვიდს ატარებდა, მათ უეცრად შეამჩნიეს, რომ გოგონა ცოცხალი იყო.
ოჯახმა კამილა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა იგი მოგვიანებით გარდაიცვალა.
როგორც უცხოური მედია წერს, 3 წლის გოგონა კლინიკაში თავდაპირველად, კუჭის ტკივილებით, ღებინებითა და ცხელებით შეიყვანეს.
ოჯახს პალატის დატოვება მოსთხოვეს, შემდეგ კი იგი ექიმმა გარდაცვლილად გამოაცხადა.
კამილა პარალტას ოჯახი ახლა საავადმყოფოს უჩივის.