1745863963
28 წლის ქალის ცხედარი 30-მეტრიან თხრილში იპოვეს - წვეულების ორგანიზატორის სასტიკი მკვლელობის დეტალები (საბერძნეთი)

საბერძნეთში კარნავალების ორგანიზატორი 28 წლის გოგონა 30-მეტრიან თხრილში იპოვეს. მას სხეულზე ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
გარდაცვლილის გვერდით იპოვეს მოტოციკლი, რომლითაც სახლიდან გავიდა და მას შემდეგ ეძებდნენ. მისი სხეული 30 მეტრიან თხრილში ბიძამ აღმოაჩინა და სასწრაფოდ სამედიცინო ბრიგადა გამოიძახა, თუმცა, ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.
როგორც ირკვევა, გოგონა კიდურებისა და გულმკერდის არეშია დაჭრილი, ხოლო მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.