1756298559
26 დაღუპული და 27 დაშავებული - ავღანეთში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა

ავღანეთის დედაქალაქში, სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, რის შედეგადაც სულ მცირე 26 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, შემთხვევა ქაბულში, არგანდის რაიონში მოხდა. ავტობუსი სამხრეთ ავღანეთიდან მიემგზავრებოდა. ავტობუსის მგზავრები ჰელმანდიდან და ყანდაჰარიდან იყვნენ.
შსს-ს წარმომადგენელმა აბდულ მატინ კანიმ განაცხადა, რომ ავარია მძღოლის უყურადღებო მართვით იყო გამოწვეული.