1750402427
2024 წელს, ომის ზონებში, ბავშვთა მიმართ ძალადობამ უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია - გაერო

2024 წელს, ომის ზონებში, ბავშვთა მიმართ ძალადობამ უპრეცედენტო ნიშნულს მიაღწია, - აღნიშნულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოხსენებაში. დოკუმენტის მიხედვით, ბავშვებზე ძალადობის თვალსაზრისით, პალესტინის ტერიტორიები პირველ ადგილზეა.
"2024 წელს ბავშვთა მიმართ ძალადობამ შეიარაღებულ კონფლიქტში მიაღწია უპრეცედენტო დონეს - 2023 წელთან შედარებით, სერიოზული დარღვევების რიცხვი 25%-ით არის გაზრდილი", - აღნიშნულია გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის მოხსენებაში.
ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს 41,370 სერიოზული დარღვევა აღრიცხეს - მათ შორის 36,221 ჩადენილია უშუალოდ 2024 წელს, ხოლო 5,149 - ადრე, მაგრამ 2024 წლამდე მისი დადასტურება ვერ ხერხდებოდა.
ცნობისთვის, ბავშვებზე ძალადობის თვალსაზრისით, 2023 წელიც რეკორდული მაჩვენებლით გამოირჩეოდა. ამ წელს, 2022 წელთან შედარებით, ბავშვთა მიმართ ძალადობის მაჩვენებელი 21%-ით იყო გაზრდილი.