“აღარ მყავს ჩემი გიორგი” - ტრაგედია ცნობილი “ტიკ-ტოკერის” ოჯახში
1745902860
თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში ქართული ნაციონალური ბალეტის, ანსამბლის „სუხიშვილები“ საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, რომელსაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე დაესწრნენ.
კონცერტი საქართველოს კულტურის პალატის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა და კონცერტიდან შემოსული თანხა მიმართული იქნება უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკოვსკის სტეფანიკის სახელობის ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების მხარდასაჭერად.
თეა წულუკიანმა მადლობა გადაუხადა კულტურის პალატას, თბილისის მერიას, მერს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ამ საქველმოქმედო კონცერტის ორგანიზებისთვის, ასევე, ანსამბლ „სუხიშვილების“ მოცეკვავეებს გაწეული შრომისათვის და აღნიშნა, რომ კონცერტი მის ორგანიზატორებს საშუალებას მისცემს, დახმარება აღმოუჩინონ ბავშვებს და ასევე, იმ ადამიანებს, ვისაც ეს დახმარება უკრაინაში ყველაზე მეტად სჭირდება.