თბილისში მომღერალ ლევან კბილაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა

მემორიალური დაფა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის მხარდაჭერით, გლდანში, ლევან კბილაშვილის ქუჩის 6 ნომერში მდებარე საცხოვრებელ სახლზე, მომღერლის ლევან კბილაშვილის მემორიალური დაფა განთავსდა. როგორც ღონისძიებაზე განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, მემორიალური დაფის განთავსება მომღერლის შემოქმედების მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა.

„ქართული ხალხური ფოლკლორისა და საესტრადო მუსიკის უბადლო შემსრულებელმა, ლევან კბილაშვილმა საკმაოდ საინტერესო ცხოვრების გზა გაიარა, მან 6 წლის ასაკში დაიწყო სიმღერა და ახალგაზრდა ასაკში ბევრი მნიშვნელოვანი წარმატებით დაამახსოვრა თავი საზოგადოებას. ამ მემორიალური დაფის განთავსებით, მისი შემოქმედების მიმართ პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოვხატეთ“,- განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

თბილისის საკრებულოს 2023 წლის 25 აგვისტოს განკარგულებით, თბილისში, გლდანის რაიონში, თიანეთის გზატკეცილის მონაკვეთს მომღერლის სახელი მიენიჭა. ამჯერად კი მისი მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი კოტე ზარნაძემ გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები და ლევან კბილაშვილის ოჯახის წევრები დაესწრნენ.