პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1749395312
ლეო ანთაძე 90 წლის გახდა. როგორც „პრაიმტაიმთან“ ამბობს, ამ ასაკს ვერ გრძნობს. არ ეწევა, ფიზიკურადაც ვარჯიშობს, გონებასაც ავარჯიშებს...
ლეო ანთაძე: მე ვერ ვგრძნობ. ერთი პერიოდი დავდიოდი ერთ-ერთ გასახდომ პროგრამაზე. იქ აქვთ მოწყობლობა, რომელიც უჯრედით აფასებს, სხეული რა ასაკისაა. ერთხელ მითხრეს, ათი წლით უმცროსის სხეული გაქვთო. ერთი კვირის შემდეგ კიდევ მითხრეს, კიდევ ოთხი წელი მოიკელითო, გავიდა დრო - კიდევ სამი, კიდევ ოთხიო და ბოლოს ვუთხარი, აქედან ისე არ წავალ, სანამ „აღუს“ არ დავიძახებ და „სოსკას“ არ ჩამიდებთ პირში-მეთქი.
ასაკს მოაქვს გამოცდილება და დიდი სევდა. ოჯახის წევრები და მეგობრები ცოცხლები აღარ არიან.
მენატრებიან მშობლები, მესიზმრებიან. სტუდენტი ვიყავი, ორივე რომ გარდამეცვალა. დედა თრომბით, ორი წლის შემდეგ კი - მამა, ინსულტით. ჯაზ-ჯგუფი ჩამოვაყალიბეთ მე და ირაკლი უჩანეიშვილმა. მე კლავიშზე ვუკრავდი. მეგობრები ასე დამეხმარნენ, რომ გადამეტანა ეს მწუხარება... სამწუხაროა, რადგანაც დედას და მამას ვერ ვაჩვენე, ჩემგან რა გამოვიდა... გული მწყდება.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1749395312