შუქი გაითიშება! - „ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1756307629
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის "ღამის სერენადები" ბათუმის კონცერტები 26 აგვისტოს დასრულდა. ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში ჩატარდა კონცერტი სახელწოდებით "ტანგოს სული". მსმენელის წინაშე წარსდგნენ მარიო სტეფანო პიეტროდარკი - ბანდონეონი, იტალია; თამარ ლიჩელი - ფორტეპიანო, საქართველო; ნიკოლოზ ვადაჭკორია - ფლეიტა, საქართველო; კვინტეტი "საქართველოს ვირტუოზები" (პირველი ვიოლინო - ლელა მჭედლიძე). შესრულდა ასტორ პიაცოლას - Le Grand Tango; Adios Nonino; მარტინ პალმერი - ოთხი სეზონი; რობერტო მოლინელის - ტრიპტიქი; იგორ სტრავინსკის - ტანგო; ანხელ ვილოლდო - El Choclo.
გიორგი ისაკაძე, ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი:
-ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის "ღამის სერენადები" ბათუმური ნაწილი დასრულდა. 3 განსაკუთრებული კონცერტი შევთავაზეთ მსმენელს. სამივე კონცერტი გამოირჩეოდა მუსიკალური მრავალფეროვნებით. ჩვენს ფესტივალზე ტრადიციაა, რომ მსოფლიოში აღიარებულ ვარსკვლავებთან და ქართველ შემსრულებლებთან ერთად დაუვიწყარი საღამოები ვაჩუქოთ მსმენელს. ახალგაზრდა თაობის უნიჭიერესი მუსიკოსები კი კიდევ უფრო მეტ მრავალფეროვნებას მატებენ "ღამის სერენადებს".
ბათუმის გახსნითი კონცერტი მიეძღვნა ენიო მორიკონეს. ეს იყო უდიდესი მოვლენა. მისი ლეგენდარული კინომუსიკა ააჟღერა ნელო სალცამ, რომელიც პირველად ეწვია ქალაქ ბათუმს და ქართველი მსმენელისთვის შეასრულა უკვდავი ნაწარმოებები. კონცერტში მონაწილეობა მიიღო შესანიშნავმა ქართველმა მომღერალმა სოფო ხალვაშმა და უნიჭიერესმა ახალგაზრდა პიანისტმა გიორგი შიოლაშვილმა.
მეორე კონცერტი "ვივალდის ციებ-ცხელება" ბაროკოულ მუსიკას დაეთმო, ბაროკოს მუსიკის ვარსკვლავებმა ანდრეს გაბეტამ – ვიოლინო/დირიჟორი და მორის შტეგერმა - ბლოკ-ფლეიტა ფესტივალის საბაზო ორკესტრთან „საქართველოს ვირტუოზები“ ერთად შეასრულეს ანტონიო ვივალდის - ფლეიტის კონცერტი სოლ მინორი, RV439 „ღამე“; ფლეიტის კონცერტი რე მაჟორი, RV 428 „Il Gardellino“; ფლეიტის კონცერტი სი-ბემოლ მაჟორი, RV 375; სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, RV 208 „Grosso Mogul“; სავიოლინო კონცერტი დო მაჟორი, RV 190; კონცერტი ლა მინორი, თხზ.3 №8, RV522.
მესამე დასკვნით კონცერტზე "ტანგოს სული" შესრულდა გენიალური ასტორ პიაცოლას შემოქმედება. მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ - ბანდონეონი, იტალია; თამარ ლიჩელმა - ფორტეპიანო, საქართველო; კვინტეტმა "საქართველოს ვირტუოზები" (პირველი ვიოლინო - ლელა მჭედლიძე) ააჟღერეს ასტორ პიაცოლას - Le Grand Tango; Adios Nonino; მარტინ პალმერის - ოთხი სეზონი; რობერტო მოლინელის- ტრიპტიქი; იგორ სტრავინსკი - ტანგო; ანხელ ვილოლდოს- El Choclo. მადლობა ყველა მონაწილეს, ვინც ასეთი ჯადოსნური საღამოები გვაჩუქა. ჩვენ ერთმანეთს ოქტომბერში თბილისში შევხვდებით, სადაც 9 და 11 ოქტომბერს გამორჩეული კონცერტები გველის. ნინა ცაგარელი, ფესტივალის დირექტორი:-კიდევ ერთი საოცარი საღამო შედგა ჩვენი ფესტივალის ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, ბათუმის დასკვნითმა კონცერტმა "ტანგოს სული" დაუვიწყარი შთაბეჭდილებები და ემოციები აჩუქა მსმენელს, რაც გამოიხატა კიდეც დარბაზის ოვაციებში. მარიო სტეფანო პიეტროდარკი ქართველ პუბლიკას განსაკუთრებულად უყვარს, თუმცა თამარ ლიჩელისა და სიმებიანი კვინტეტის "საქართველოს ვირტუოზების" შესრულებამ და საკონცერტო პროგრამის დრამატურგიამ სხვა სიმაღლეზე აიყვანა დღევანდელი საღამო. მადლობას ვუხდი ჩვენს არაჩვეულებრივ მუსიკოსებს, მხარდამჭერებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას და გვიჭერს მხარს, რომ ჩვენი სოლისტებისა და მუსიკოსების შემოქმედებითი იდეები განვახორციელოთ და დაუვიწყარი საღამოები შევთავაზოთ ჩვენს მსმენელს. თათა ლიჩელი, პიანისტი:-მქონდა პატივი, რომ ქალბატონ ლიანა ისაკაძესთან ერთად არაერთხელ დამეკრა ამ ფესტივალზე. ეს ჩემთვის დაუვიწყარი მოგონებებია. უზომოდ მოხარული ვარ, რომ "ღამის სერენადები" გრძელდება და ყოველთვის განსაკუთრებული დღესასწაულია, იმიტომ რომ არაჩვეულებრივი მუსიკოსები ჩამოდიან საოცარი პროგრამით.ჩვენს კონცერტს ერქვა "ტანგოს სული", სადაც ასტორ პიაცოლას მუსიკა ავაჟღერეთ. უნიჭიერეს ბანდონეონისტ მარიო სტეფანო პიეტროდარკთან და ჩვენს არაჩვეულებრივ კვინტეტთან ერთად ლელა მჭედლიძის ხელმძღვანელობით, პიაცოლას უკვდავი შემოქმედება გავაცოცხლეთ. მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს ამ დაუვიწყარი საღამოსთვის. "ღამის სერენადებს" დიდ წარმატებებს ვუსურვებ მომავალშიც.ლელა მჭედლიძე, მევიოლინე:-ასტორ პიაცოლას შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონცერტი "ტანგოს სული" გახლდათ ბათუმური კონცერტების ბოლო საღამო. 3 არაჩვეულებრივი კონცერტი გავმართეთ: პირველი კონცერტი იყო ენიო მორიკონეს კინომუსიკა, რომელიც ნელო სალცასთან და ფესტივალის საბაზო ორკესტრ "საქართველოს ვირტუოზებთან" ერთად წარმოვადგინეთ. მეორე კონცერტი გახლდათ "ვივალდის ციებ-ცხელება", რომელმაც ბაროკოულ მუსიკაში გვამოგზაურა. ორმა არაჩვეულებრივმა მუსიკოსმა ანდრეს გაბეტამ და მორის შტეგერმა "საქართველოს ვირტუოზებთან" ერთად განსაკუთრებული საკონცერტო პროგრამა შეასრულა. მესამე კონცერტზე კი ბანდონეონის და აკორდეონის ვირტუოზმა მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ პიაცოლას უკვდავი მუსიკა შეასრულა. მასთან ერთად პირველად შედგა ინოვაციური პროექტი - მარიოს, თათა ლიჩელისა და "საქართველოს ვირტუოზების" ბაზაზე შექმნილი კვინტეტის მონაწილეობით. ეს იყო მუსიკის ზეიმი ულამაზესი მუსიკალური ფერებითა და სიღრმეებით. ვისიამოვნეთ ყველამ - მსმენელებმაც და მონაწილეებმაც. მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს, მადლობა მონაწილეებს, მადლობა მსმენელს. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, სსიპ "შემოქმედებითი საქართველო", აჭარის კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში.მასპინძელი სასტუმროები: სასტუმრო ბორჯომი ლიკანი, ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი, ქორთიარდ თბილისი მარიოტი.ფესტივალის სპონსორი კომპანიები: მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან "ივ როშე", ნატურალური კოსმეტიკის ქართული წარმოების ბრენდი "პიელ ნატურალსი", ღვინის კომპანია "პავილიონ ვაინსი", "პსპ", ავეჯის სახლი "ნიტა".ფესტივალის პარტნიორი: თბილისის ზაქარიაფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკოსკოლა "ნიჭიერთა ათწლედი".ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია "რუსთავი 2", ტელეკომპანია "იმედი", "პოს ტვ", "ევრონიუს ჯორჯია", Billboard Georgia, საპატრიარქოს ტელევიზია "ერთსულოვნება", მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო "კლიპ არტი", "პალიტრა მედია", საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ ტაიმი", "ჯორჯიან პრესი", ინგლისურენოვანი გაზეთი "Georgia Today", ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი "Messenger", ჟურნალი "სარკე", გაზეთი "აჭარა", ონლაინ მედია "აჭარა თაიმსი", რადიო "ფორტუნა" და ვებ პლატფორმა "ფორტუნა.ჯი".