როგორ დავიძინოთ, თუ ოთახში ძალიან ცხელა
1753709700
ხელოვნების სასახლეში ლადო ასათიანის სახელობის პრემიის კონკურსში მონაწილე ახალგაზრდა პოეტების ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. პრემია საზოგადოება "ქართულმა" დააფუძნა, მისი მიზანი ახალგაზრდა პოეტების პოპულარიზაციაა. კონკურსში მონაწილეობა ოცამდე ახალგაზრდამ მიიღო.
"ძალიან საინტერესო კრებული გვაქვს დღეს პრეზენტაციის სახით, რომელიც ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას. ჩვენი მიზანია, რომ ახალგაზრდა ხელოვანებს მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი, მაქსიმალური პოპულარიზაცია გავუწიოთ ამ ადამიანების ნამუშევრებს და მათ ხელოვნებას, ვინაიდან დღეს, ისე, როგორც არასდროს, ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ახალგაზრდა, ნიჭიერი ადამიანები და ამ ადამიანებს სჭირდებათ შესაძლებლობა, რომ საკუთარი ნამუშევრები და შემოქმედება გააცნონ ფართო საზოგადოებას“, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია.