მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ზუგდიდში, 15 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
სავარაუდოდ, მკვლელობაში ეჭვმიტანილი თავადაც არასრულწლოვანია. ზუგდიდში დაჭრილი არასრულწლოვანი შემთხვევის შემდეგ ქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის კრიტიკულ მდგომარეობაში იყო და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
თვითმხილველების ცნობით, არასრულწლოვნებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მესხიას ქუჩაზე, სტადიონზე მოხდა, რაც შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.სწორედ ამ დროს, 15 წლის ბიჭს, სავარაუდოდ ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს.მოზარდი რამდენიმე წუთში კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის გარდაიცვალა.