თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
თერჯოლაში, ყოფილმა ქმარმა ქალს ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
შემთხვევა სუპერმარკეტ "მაგნიტში" მოხდა, სადაც ქალი მუშაობდა. მომხდარის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. დაზიანებები მიიღო კაცმაც, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ,,პრაიმტაიმს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა - 109-ე მუხლით, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მათივე ცნობით, ტარდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.