მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ზესტაფონში, მეზობლის მიერ სანადირო თოფით მოკლული 23 წლის ბიჭი ნოდარ მუმლაძეა.
ის საკუთარმა მოგვარემ ეზოში მოკლა.
ერთი გასროლა ნოდარ მუმლაძისთვის საბედისწერო აღმოჩნდა, მამაკაცი, რომელიც სისხლისგან იცლებოდა, კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
არსებული ინფორმაციით ინციდენტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.