1761855398
VIDEO: ვრცელდება კადრები, რომელიც სავარაუდოდ ასახავს „საქართველოს ბანკიდან“ მძევლების გამოყვანას
 
                                                                ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს რომ „საქართველოს ბანკის“ ფილიალიდან, სავარაუდოდ, მძევლები გამოჰყავთ. შსს-ს ჯერჯერობით ეს ფაქტი არ დაუდასტურებია.
უკვე რამდენიმე საათია, ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებულ პირს მძევლები ჰყავს აყვანილი.
ადგილზე ამ დროისთვის სიტუაცია უცვლელია, ტერიტორია შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით და მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები.
 
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                     
                                                    










