სოფელ მეჯვრისხევში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

ლენტა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში მკვლელობა მოხდა - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

 "მოზაიკას" ინფორმაციით, მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოკლული კაცი სხვის სახლში იმყოფებოდა სტუმრად, როცა ესროლეს. მათივე თქმით, მკვლელობის მოტივი უცნობია.

„პრაიმტაიმი“ დეტალებს შსს-ში არკვევს.