მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ისნის რაიონში, ყვარელის ქუჩაზე კაცი დაჭრეს. როგორც თვითმხილველმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა, კაცი რამდენიმე პირმა დაჭრა და ადგილიდან ავტომობილით მიიმალნენ.
დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილი ადგილობრივია.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. „პრაიმტაიმი“ დამატებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.