ილია თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება
1781544019
სენაკის მუნიციპალიტეტ სოფელ ზანაში, შუახნის კაცმა, მეზობელი ქალი სანადირო თოფით მოკლა. მკვლელობის მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება. მოკლული 45 წლის თეა ხარგელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მკვლელობის შემდეგ, კაცი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, ბრალდებულის დაკავება მალევე მოხერხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.