„ისევ ისე გაგახარებთ, როგორც აქამდე“ - ხვიჩა კვარაცხელიას დედა მიმართვას ავრცელებს
1792698539
რუსთავის გასასვლელში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
სისხლიანი დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო.
დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას ქირურგიულ განყოფილებაში აგრძელებს.
არსებული ინფორმაციით, კაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული.