მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ახალგაზრდა ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ მამამთილს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
შეგახსენებთ, რომ წყალტუბოს სოფელ საყულიაში მამამთილმა რძალი დაჭრა. ქალი ქმრის საფლავზე იმყოფებოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.