ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
მაკედონიის აეროპორტში რუსი განგსტერის, ალექსანდრე სოლონიკის და „მის რუსეთი 1970-ის“ სვეტლანა კოტოვას მკვლელობისთვის 48 წლის ქართველი მამაკაცი შეცდომით დააკავეს. ამის შესახებ ბერძნული მედია წერს.
საბერძნეთის პოლიციამ კვიპროსის ინტერპოლს აცნობა, რომ რუსი ლამაზმანის და სოლონიკის მკვლელობისთვის სწორედ აღნიშნულ მამაკაცს ეძებდნენ და მას აეროპორტში ხელბორკილები დაადეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი სინამდვილეში არა მკვლელი, არამედ ნარკოდანაშაულისთვის ძებნილი იყო.
როგორც დაკავებულმა ქართველმა პოლიციას განუცხადა, იგი საბერძნეთში დაკრძალვაზე იყო ჩასული.