წყალი 17 საათით შეწყდება - მისამართები და აღდგენის დრო
1779430113
მარტვილში, სოფელ სერგიეთში, ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელი სახლიდან 20 000 ლარი მოიპარეს.
გავრცელებული ინფორმაციით, თანხა ოჯახმა სესხის სახით ერთ-ერთი ბანკიდან გამოიტანა. შემთხვევა სამი დღის წინ მოხდა, თუმცა პოლიციას ამ დროისთვის არავინ დაუკავებია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას ნიშნავს.