წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
თბილისში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. ქმარი, რომელმაც ცოლი მოკლა, უკვე დაკავებულია. დანაშაულს შეესწრო შვილიც, რომელმაც პოლიციას და სასწრაფოს მომხდარის შესახებ თავად შეატყობინა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
58 წლის ქალს ჭრილობები ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული. მკვლელობა ოჯახის წევრებს შორის შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
65 წლის ზაქრო ვარდიაშვილმა, მეუღლეს მძიმე ჩაქუჩი ჩაარტყა. მიღებული დაზიანების შედეგად კი, ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.