17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
ვერაზე, გოგებაშვილის ქუჩაზე, სროლის შედეგად მოკლულია ერთი ადამიანი, ორი კი დაჭრილია.
ჩვენი ინფორმაციით, დაჭრილებს შორისაა, ცნობილი მსახიობის, შვილიშვილი გიჩო მარგველაშვილიც.
ამ წუთებში, გოგებაშვილის ქუჩაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.
"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, შეიარაღებულ თავდამსხმელს ახალგაზრდა მამაკაცის დაცვამ საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგად თავდამსხმელი ადგილზე დაიღუპა.
თავდამსხმელმა სამიზნეს ცეცხლი ერთ-ერთ კაფესთან გაუხსნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო.
ამ დროისთვის, დანაშაულში ბრალდებული პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.