„მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა...“ - ამერიკაში ქართველი ემიგრანტი ტრაგიკულად დაიღუპა
1757574920
იტალიაში ბინის ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური მედია ავრცელებს.
საუბარია გასულ წელს მომხდარი ქურდობის ფაქტზე, რა დროსაც, რამდენიმე პირმა იტალიაში სახლი გაქურდა.
პოლიციამ საცხოვრებელ სახლში განთავსებული სათვალთვალო კამერები ამოიღო.
სათვალთვალო კამერით გადაღებული სურათებით გამომძიებლებმა ერთ-ერთი მათგანის იდენტიფიცირება მოახერხეს.
საქართველოს მოქალაქე იტალიელმა პოლიციელებმა 3 აგვისტოს, ნიცას სავაჭრო ცენტრში შენიშნეს და დააკავეს.
იტალიის პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.