ჩხუბი დაჭრით დასრულდა - რა მოხდა იტალიაში საქართველოს მოქალაქეებს შორის

იტალიის პოლიცია

იტალიაში, საქართველოს მოქალაქეებს შორის ჩხუბი დაჭრით დასრულდა.

შემთხვევა ქალაქ ბოლცანოში მოხდა. ხმაურისა და სროლის შემდეგ ადგილზე გამოძახებულ პოლიციას ჩხუბის მონაწილეები გაქცეულები დახვდნენ, თუმცა ინციდენტის ადგილთან ახლოს, ავტომობილის ქვეშ რევოლვერი იპოვეს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

მალევე, ბოლცანოს საავადმყოფოში საქართველოს ორი მოქალაქე გამოცხადდა. ერთ-ერთ მათგანს ხელისა და ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდა. 

არსებული ინფორმაციით, ჩხუბი თანამემამულეებს შორის დაიწყო, რა დროსაც ერთ-ერთმა იარაღი ამოიღო. მისი განიარაღების მცდელობისას, შემთხვევით იარაღმა გაისროლა და ინციდენტის ერთ-ერთი მონაწილე დაიჭრა.

მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.