17 თებერვლამდე უნდა მოასწროთ, ასეთი შანსი ხშირად არ მოდის... - ეზოტერიკოსის რჩევა
1771188104
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში იმყოფება, აცხადებს, რომ თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს და დაპირისპირება არავისთან ჰქონია.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო დაადგენს, რა ვადაში მოხდება გადაბარების პროცესი.
„გარდამავალი პერიოდი იქნება და სამინისტრო დაადგენს რა ვადაში. დიდი დაწესებულებაა და ასე მარტივად, ერთ დღეში ვერ მოხდება, უნდა მოხდეს გადაბარება. მე ვტოვებ პირადი განცხადებით. მე, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, არავისთან მქონია დაპირისპირება, ეს კარგად დაიმახსოვრეთ. მე არავის ვუპირისპირდები“, - განაცხადა გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, 5 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს.