მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება - სად ელოდებიან ამინდის მკვეთრ გაუარესებას
1783976044
თბილისში, ლეღვის ნახარშით 16 წლის გოგო დაიწვა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა.
„ძალიან დიდი იმედი გვქონდა, რომ პაციენტი აღარ გვეყოლებოდა წელს, მაგრამ შემოვიდა 16 წლის გოგონა გუშინ. რუჯის მიღების მიზნით წაისვა ლეღვის ფოთლის ნახარში.
რამდენიმე დღის წინ წაისვა ლეღვის ფოთლის ნახარში, მდგომარეობის გართულების გამო მოხვდა ჩვენთან. მოთავსებულია სტაციონარში, ბავშვთა განყოფილებაში. მე-2-მე-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო. მიმდინარეობს აქტიური მკურნალობა.“, - ამბობს ექიმი ჩვენთან საუბრისას.