15 წლის შემდეგ ეყოლა ოჯახს შვილი და დააქციეს... - ავარიის დროს დაღუპულ 3 წლის ბავშვს გლოვობენ
1753560095
ვაქცინაციის ტემპი 1 აპრილიდან ძალიან დაბალია, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„საქართველოში ყველაზე პოპულარული „ფაიზერის“ ვაქცინაა და რამდენიმე დღის განმავლობაში შეწყვეტა იყო ვაქცინის მოწოდების თვალსაზრისით. ახალი პარტია „ფაიზერის“ ვაქცინის ქვეყანაში უკვე შემოვიდა და იმედია ვაქცინაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო მოიმატებს. წლის ბოლომდე ეტაპობრივად მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა საქართველოში“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ