„განვლილმა მუნდიალმა უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა", - Athletic-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე
1786871805
ახალ კვლევაში მეცნიერები უნიკალური სამედიცინო შემთხვევის შესახებ გვიყვებიან, კერძოდ, 36 წლის პაციენტზე, რომელსაც ერთდროულად COVID-19, მაიმუნის ყვავილი და აივ-ინფექცია დაუდგინდა. ეს მსოფლიოში პირველი მსგავსი პრეცედენტია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
იტალიელ კაცს სიმპტომები ესპანეთში მოგზაურობიდან დაბრუნების შემდგომ გამოუვლინდა. საზღვარგარეთ მას დაუცველი სექსი ჰქონდა, რაც აივ-ინფექციის გადადების რისკის შემცველია.

ყველაფერი მაღალი ტემპერატურით, დაღლილობითა და ყელის ტკივილით დაიწყო. 2 ივლისს კაცს კორონავირუსი დაუდასტურდა, მომდევნო დღეს კი სახესა და ტანზე გამოაყარა.
5 ივლისს მან საავადმყოფოს მიაკითხა, სადაც ექიმებმა მაიმუნის ყვავილის დიაგნოზი დაუსვეს. ამის შემდეგ სპეციალისტებმა ის სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზეც შეამოწმეს და მის ორგანიზმში შიდსის გამომწვევი ვირუსის არსებობაც გამოავლინეს.
პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
1786878413