„სიცივიდან სიცხეში, სიცხიდან სიცივეში...“ - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
1747213581
გეგმური ამბულატორიული მომსახურების დაფინანსება საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულებისთვის
🔷 მოცემული სერვისი ვრცელდება საგანმანათლებლო სფეროში დასაქმებულ შემდეგ პირებზე:
🔷️ საჯარო სკოლის მასწავლებლები
🔷 საჯარო სკოლის ადმინისტრაციულ - ტექნიკური პერსონალი
🔷 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები
🔷 პანსიონური სკოლის აღმზრდელები
🔷 ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებებში, ხანდაზმულთა და შშმ პირთა პანსიონატებში დასაქმებული აღმზრდელები
🔷 საგანმანათლებლო რესურსცენტრების თანამშრომლები
🔷 სკოლაში დასაქმებული, საპენსიო ასაკს მიღწეული, პრაქტიკოსი მასწავლებელი
🔷 გალის ტერიტორიაზე მდებარე საქართველოს სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები
🔵 აღნიშნული პირებისთვის 100%-ით ფინანსდება:
🔷 ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული პროფილაქტიკური აცრები
🔷 ოჯახის/სოფლის ექიმის მიერ დანიშნული, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული, ქრონიკული მედიკამენტები
🔷 ექიმ -სპეციალისტების მომსახურება:
⏹ ენდოკრინოლოგი
⏹ გინეკოლოგი
⏹ უროლოგი
⏹ ოფთალმოლოგი
⏹ ნევროლოგი
⏹ კარდიოლოგი
⏹ ოტორინოლარინგოლოგი
⏹ ქირურგი
🔷 ინსტრუმენტული გამოკვლევები:
⏹ ელექტროკარდიოგრაფია
⏹ საჭმლის მომნელებელი სისტემის ექოსკოპია
⏹ შარდ-სასქესო სისტემისა და მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია
⏹ გულმკერდის რენტგენოსკოპია/რენტგენოგრაფია
⏹ ძვლების რენტგენოგრაფია
🔷 კლინიკურ - ლაბორატორიულ გამოკვლევები:
⏹ სისხლის საერთო ანალიზი
⏹ შარდის საერთო ანალიზი
⏹ გლუკოზა პერიფერიულ სისხლში
⏹ კრეატინინი
⏹ ქოლესტერინი სისხლში
⏹ შრატში ლიპიდების განსაზღვრა
⏹ განავლის ანალიზი ფარულ სისხლდენაზე
⏹ პროთრომბინის დრო
⏹ ჰემოგლობინი
⏹ ღვიძლის ფუნქციური სინჯები (ALT, AST)
⏹ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციური სინჯი (TSH)
🔵 გეგმური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად:
🔷 საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართული პირი რეგისტრირებული უნდა იყოს მის მიერ შერჩეულ ნებისმიერ პირველადი ჯანდაცვის ცენტრში/პოლიკლინიკაში
🔷 მიმართეთ ოჯახის/სოფლის ექიმს. აღნიშნული სამედიცინო სერვისის მისაღებად, მისი დანიშნულება აუცილებელია
🔷 ვმართოთ ჯანმრთელობა ერთად!