1766072080
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, თამბაქოს გლობალური ზედამხედველობის სისტემის კვლევების შედეგები წარადგინა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, თამბაქოს გლობალური ზედამხედველობის სისტემის კვლევების შედეგები წარადგინა.
ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრმა გახსნა. როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სახელმწიფოს მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს თამბაქოს მოხმარება და გაძლიერდეს კონტროლი, რადგან დიდ ზიანს აყენებს საზოგადოების ჯანმრთელობას. მისივე განცხადებით, პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათ გადასაჭრელად, ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად, აუცილებელია კვლევები, რომელთაგან მიღებულ მტკიცებულებებზეც, დაფუძნდება შემდგომი ნაბიჯები.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი გლობალური კვლევების შედეგების მიხედვით, თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტს, ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 25.4% და ახალგაზრდების 14% მოიხმარს.
როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, მიღებული შედეგები მიუთითებს დადებით დინამიკას, თუმცა, საჭიროა თამბაქოს კონტროლის გაძლიერება. კვლევების მონაცემების საფუძველზე მიღებული ეფექტური გადაწყვეტილებები უკვე ასახულია 2026-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში.
კვლევები, 2023-2025 წლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და მოხმარების პარალელურად, თამბაქოსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებსაც მოიცავდა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ირაკლი სასანია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სილვიუ დომენტე, ასევე - სხვა მოწვეული სტუმრები.










