პატრიარქის მდგომარეობა მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზეა - ილია მეორე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება
1773729510
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 31 დეკემბრამდე კოვიდით 143 სამედიცინო მედმუშაკი დაიღუპა.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, 2022 წლამდე გამოვლენილი ინფიცირების ჯამური მაჩვენებლიდან მედიკოსებზე 3,2% მოდის.
"მთლიან ინფიცირებაში 31 დეკემბრის მონაცემებით 3,2 % არის სამედიცინო პერსონალი. იანვარში ეს პროცენტი უფრო მეტად გაიზრდებოდა, რადგან ჩვენ იანვარში სერიოზული "ომიკრიონუის" სერიოზული გავრცელება გვაქვს. გამომდინარე აქედან სამედიცინო პერსონალი, რომელიც ფრონტის წინა ხაზზეა ინფიცირების მაჩვენებელი მოიმატებდა. რაც შეეხება გარდაცვალებას, 31 დეკემბრამდე 143 სამედიცინო პერსონალი დაგვეღუპა კოვიდით,"- აცხადებს ამირან გამყრელიძე.