ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
პაულო კოელიო მორწმუნე კათოლიკეების ოჯახში გაიზარდა და იეზუიტების სკოლაში დადიოდა. ბავშვობიდანვე იცოდა, რომ მწერლობა უნდოდა, თუმცა, მისი მშობლები ამ განზრახვით დიდად აღფრთოვანებულები არ ჩანდნენ. ბრაზილიელი ავტორის მშობლებს სურდათ, მათი შვილი ინჟინერი გამოსულიყო.
„ჩემმა მშობლებმა ყველაფერი სცადეს, რათა გადავერწმუნებინე“, - განაცხადა „ალქიმიკოსის“ ავტორმა ოპრა უინფრისთან ინტერვიუში. „მოსყიდვაც კი სცადეს. მერე მსუბუქი სასმელების საყიდლად მოცემული ფულიც წამართვეს. ამის შემდეგ ფსიქიატრთან მიმიყვანეს, ბოლოს კი იმედი დაკარგეს და თქვეს, 'ეს ბიჭი შეშლილია. გვიყვარს, თუმცა, შეშლილიაო'“.
17 წლის ასაკის შემდეგ, კოელიო მშობლებმა სამჯერ დატოვეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, თუმცა, იგი სამჯერვე გაიქცა და ოცნება მაინც აისრულა. დღეს ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მწერალია, რომლის წიგნები 350 მილიონ ეგზემპლარადაა მსოფლიოში გაყიდული.
წყარო on.ge
საქართველოს საპატრიარქო მრევლს აფრთხილებს
1745677403
გოგა მანიას წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა
1745260232