მშობლებს წლინახევრის ვაჟი კლდიდან გადაუვარდათ (უცხოეთი)

არგენტინა

არგენტინაში,  მამას, შემთხვევით, წლინახევრის ვაჟი კლდიდან გადაუვარდა. ბავშვი სასწაულებრივად გადარჩა. SHOT-ის ცნობით, შემთხვევა საბავშვო ზურგჩანთის შესაკრავის გაწყვეტის გამო მოხდა.

ბავშვს, რომელიც სპეციალურ სალაშქრო ზურგჩანთაში იჯდა, ორივე მშობელი ზურგით მორიგეობით ატარებდა.  გაუმართაობა მაშინ მოხდა, როდესაც ბავშვი მამის ზურგზე იჯდა - შესაკრავი გაწყდა და ბიჭი 15 მეტრის სიმაღლიდან გადმოვარდა.

მიწასთან შეჯახება საბედისწერო უნდა ყოფილიყო, მაგრამ, იმავე ზურგჩანთამ ბალიშის როლი შეასრულა და დარტყმის სიმძიმე შეასუსტა.

მაშველები ადგილზე მოგვიანებით მივიდნენ, როგორც მათ თქვეს, ბავშვს ცხვირიდან სისხლი სდიოდა. საავადმყოფოში, ბავშვის თავზე ფართო ჰემატომები აღმოაჩინეს. 

ადგილობრივმა პოლიციამ დედისა და მამის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან დაზიანებული ზურგჩანთა ამოიღეს და ტექნიკური ანალიზისთვის გადაგზავნეს.

SHOT-ის ცნობით, რუსი წყვილი არგენტინაში ცოტა ხნის წინ დასახლდა.