მკვლელი დედა თუ სექსისტური სასამართლოს მსხვერპლი - ალის კრიმინსის საქმე, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

ალის კრიმინსის საქმე

ტრაგიკული დილა 

1965 წლის 14 ივლისს, დილის 9 საათზე, 26 წლის ალისა კრიმინსმა აღმოაჩინა, რომ მისი ორი მცირეწლოვანი შვილი – ხუთი წლის ედი ჯუნიორი და ოთხი წლის მისი საწოლში აღარ იწვა. პანიკაში ჩავარდნილმა დედამ მაშინვე დაურეკა ყოფილ ქმარს, ედმუნდ კრიმინსს, რომელთანაც განქორწინებული იყო. ყოფილ ქმარს ჯერ ეს შემაშფოტებელი ამბავი ქალის „თამაში“ ეგონა. ადგილზე მისულმა კი ალისი დაუდევრობაში დაადანაშაულა, პოლიციაში დარეკა და ბავშვების გაუჩინარების შესახებ განაცხადა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველივე წუთიდან არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, პოლიციამ მალევე აირჩია ეჭვმიტანილი - დედა, ალის კრიმინსი.

გამომძიებელს ადგილზე არ გადაუღია ფოტოები, არ აუღია თითის ანაბეჭდები და არც ბავშვების საძინებელ ოთახში ახეული ფანჯრის ბადე შეუმჩნევია.

ალისი დეტექტივს მოუყვა წინა ღამის შესახებ: ბავშვებმა საღამოს 7:30 საათზე ივახშმეს, შემდეგ დაიძინეს, ხოლო დილით აღარ დამხვდნენ საწოლში...

სახლის დათვალიერებისას გამომძიებელმა ქალის საძინებელში აღმოაჩინა ცარიელი ალკოჰოლის ბოთლები, კონტრაცეპტივები და ბიუსტჰალტერები... ასე გადაწყდა, რომ მთავარი ეჭვმიტანილი იყო ალის კრიმინსი.

„შენ ქმარი დაკითხე, მე იმ ძუკნას მივხედავ“ — უთხრა მან თავის კოლეგას.

მისი დაკითხვიდან რამდენიმე საათში, პატარა გოგონას ცხედარი ერთ-ერთ მიტოვებულ ნაკვეთში იპოვეს. დეტექტივმა, ალის კრიმინსი მანქანით წაიყვანა შემთხვევის ადგილზე. ალისიმ იქვე გონება დაკარგა. თუმცა მოგვიანებით პაიერინგი ამტკიცებდა, რომ ქალი „არაფერზე რეაგირებდა“.

პროვოკაცია და პოლიციის შურისძიება

საგამოძიებო მოქმედებები და გარემოებები, აშკარად მიუთითებდა პოლიციის მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე. თავის მხრივ, ალისიც ხშირად უარესი პროვოკაციით პასუხობდა სამართალდამცველებს. ერთ-ერთი ზარის დროს ტელეფონს ასეთი სიტყვებით უპასუხა:
„ჰაი ბიჭებო, წაიღეთ ფეხი!“

ალისი ღიად ეწინააღმდეგებოდა გამოძიებას. 1971 წელს მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტ ბობ გროსთან თქვა:

„მე ამას არ გავაკეთებდი. ისინი ჩემი შვილები იყვნენ. არავინ ცდილობდა ნამდვილი მკვლელის პოვნას. მათი ერთადერთი მიზანი ჩემი განადგურება იყო.“

საეჭვო მოწმე და დაპატიმრება

მიუხედავად მტკიცებულებების ნაკლებობისა, პოლიციამ და პროკურატურამ მთელი ენერგია ალის კრიმინსზე კონცენტრირებით დახარჯა. გამოძიება მტკიცებულებების გარეშე წარიმართა, თუმცა ქალს წლების განმავლობაში საგულდაგულოდ უთვალთვალეს.

ბოლოს, 1966 წლის ნოემბერში პროკურატურამ თითქოსდა "მტკიცებულება" იპოვა: მეზობელი ქალი, სოფი ეარომირსკი, რომელმაც ბავშვების გაუჩინარებიდან დიდი დროის შემდეგ თქვა, რომ ბავშვების ოთახიდან ვიღაც ქალი დაინახა.

1967 წლის 11 სექტემბერს ალის კრიმინსი დააკავეს შვილების მკვლელობის ბრალდებით.

მისი სასამართლო პროცესი ერთ-ერთი ყველაზე საკამათო გახდა იმ დროის ამერიკაში. პროკურატურა ეყრდნობოდა საეჭვო მოწმეებსა და მორალურ შეფასებებს, რამაც ჩაანაცვლა ფაქტობრივი არგუმენტები.

საზოგადოება და ტაბლოიდები ალის წარმოსახავდნენ როგორც „გარყვნილ ქალს“, რომლის სექსუალური თავისუფლება თითქოს საკმარისი იყო დამნაშავედ ცნობისთვის.

მამაკაცებით დაკომპლექტებულმა მსაჯულებმა საბოლოოდ დაადანაშაულა ალის კრიმინსი საკუთარი შვილების მკვლელობაში — მიუხედავად იმისა, რომ ქალი მუდამ ამტკიცებდა: „ნამდვილი მკვლელი ჯერ კიდევ თავისუფალია“.

ვინ იყო ალის კრიმინსი სინამდვილეში?

ალის კრიმინსი დაიბადა 1939 წლის 9 მარტს, ბრონქსში, ირლანდიელი კათოლიკე ოჯახში. ბავშვობა გაატარა წმინდა რეიმონდსის მონასტერში და მოზარდობიდანვე ოცნებობდა დამოუკიდებლობაზე. 19 წლის ასაკში ის დაქორწინდა სკოლის მეგობარზე — ედმუნდ კრიმინსზე, იმ იმედით, რომ ქორწინება და დედობა მას თავისუფლებას მოუტანდა.

1959 წელს შეეძინათ ვაჟი — ედი, ხოლო შემდეგ წელს გოგონა — ალის მარი. ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ კიუ გარდენსის "რეგალ გარდენსის" კომპლექსში, ნიუ-იორკში. თუმცა ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა.

ალისი მალევე დარჩა მარტო სახლში — ქმარი ღამეებს სმასა და კოლეგებთან დროს ტარებაში ატარებდა. ალისის მონათხრობით, იგი მხოლოდ ერთ მამაკაცთან იყო ინტიმურ კავშირში — თავის ქმართან, მაგრამ ქმრის უყურადღებობამ ის საკუთარი არჩევანისკენ უბიძგა.

საზოგადოებრივი მორალის მსხვერპლი

ალისმა მუშაობა ბარში, მიმტანად დაიწყო. იმ დროის ამერიკაში, განსაკუთრებით ქალებისთვის, მიუღებლად მიიჩნეოდა კოქტეილის მიმტანის საქმე. მალე გავრცელდა ხმები, რომ ის კლიენტებსაც ხვდებოდა. ამან ედმუნდს ეჭვიანობა დააწყებინა.

განქორწინების მიუხედავად, ედმუნდ კრიმინსი ხშირად ახერხებდა ყოფილი ცოლის პირად სივრცეში შეჭრას. უსმენდა ალისის საუბრებს, იჭრებოდა ბინაში და ადევნებდა თვალყურს მის ინტიმურ ცხოვრებას. მოგვიანებით აღიარა, რომ ხანდახან ალისის პირად ნივთებს ეხებოდა.

ერთხელ მამას შვილმა უთხრა, რომ დედა სახლში ხშირად „ბიძაშვილებს“ იწვევს, რომლებიც მხოლოდ შარვლით დადიან. ედმუნდი გაშმაგდა. მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ განრისხდა, როდესაც ალისი ერთ ღამეს შვილებთან არ

1965 წლის 22 ივნისს, ედმუნდ კრიმინსმა სასამართლოს მიმართა ბავშვების სრული მეურვეობის მოსაპოვებლად. გასაკვირად, ალისის დედამ მხარი სიძეს დაუჭირა. იგი ედმუნდს „კარგ კაცად“ მოიხსენიებდა და ამბობდა, რომ ის შვილებზე უკეთ იზრუნებდა.

ამ ფონზე სასამართლო პროცესს წინ უძღოდა ძლიერი საზოგადოებრივი ზეწოლა, მედიაში აგორებული სკანდალები და ქალის პირადი ცხოვრების დეტალებით მანიპულაცია — რაც საბოლოოდ იქცა სქესის, მორალისა და იდენტობის გარშემო აგებული განაჩენის მიზეზად და არა ფაქტობრივი მტკიცებულებების.

გაუქმებული განაჩენი

1973 წელს ნიუ-იორკის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა კრიმინსის მკვლელობის განაჩენი.  არ არსებობდა არცერთი დადასტურებული მტკიცებულება, რომ ედი ჯუნიორის სიკვდილი კრიმინალური აქტის შედეგი იყო — ან რომ საერთოდ რაიმე კრიმინალი მოხდა.

ამავე პერიოდში, ერთ-ერთმა პროკურორმა, რომელმაც ეს საქმე აწარმოა, ჟურნალისტ ბობ გროსს უთხრა:

„არ ვიცი, მართლა გააკეთა თუ არა. ჯერ კიდევ ეჭვი მეპარება. არც მაშინ მჯეროდა და არც დღეს მჯერა იმ ისტორიის, რაც მსაჯულებს მოვუყევი.“

განაჩენის აღდგენა და საბოლოო გათავისუფლება

1975 წელს, ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ისევ აღადგინა — ამჯერად მხოლოდ განზრახ მკვლელობის ბრალდებით.

სასამართლოს აზრით, მსაჯულები ორივე შემთხვევაში მიიჩნევდა ალის კრიმინსს შვილების სიკვდილში დამნაშავედ, ამიტომ ფორმალური შეცდომების მიუხედავად, განაჩენის გაუქმება უსაფუძვლო იყო.

ალის კრიმინსმა საერთო ჯამში 30 თვე გაატარა ციხეში, ძირითადად ჰარლემში, Parkside-ის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში — 1971 წლიდან 1977 წლამდე. მან ორჯერ სცადა პირობით გათავისუფლება, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ მიიღო თანხმობა, რაც ციხის შიგნით მუშაობის პროგრამაში ჩაერთო და მდივნად დაიწყო მუშაობა.

„New York Times“-ის 1977 წლის სტატიის მიხედვით, უცნობია, რა მიზეზით დარწმუნდა პირობით გათავისუფლების საბჭო საბოლოოდ.

ციხეში ყოფნის პერიოდში ალის კრიმინსმა იქორწინა მის ძველ საყვარელზე — მილიონერ კონტრაქტორ ენტონი გრეისზე. წყვილი ერთად ცხოვრობდა გრეისის გარდაცვალებამდე, 1998 წლამდე.

ქალის ისტორია, რომელიც სიმართლის მიღმა დარჩა

ალის კრიმინსის საქმე დღესაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე საკამათო და მძიმე სასამართლო ისტორიად, სადაც ქალი შესაძლოა სასჯელს საკუთარი ქცევისა და „მორალური გადახვევის“ გამო იხდიდა და არა დანაშაულის გამო.

მის საქმეზე არაერთი წიგნი დაიწერა და დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მერი ჰიგინს კლარკის 1975 წლის ბესტსელერი „Where Are The Children?“, რომელიც სწორედ ამ ტრაგედიით იყო შთაგონებული.

და მაინც, ფაქტია: ალის კრიმინსის დანაშაული არ დასტურდება არცერთი უტყუარი მტკიცებულებით.დღემდე უცნობია, ვინ მოკლა მისი ორი ბავშვი სინამდვილეში.