ზაქრო გვიშიანი

1788518728

ზაქრო გვიშიანი: დიუშენის შესახებ ცნობიერების ამაღლების დღეს ჩვენ ვხვდებით დიდი სიახლეებით, საქართველოს ექნება ინოვაციური მედიკამენტი, რაც არ არის ბევრ წამყვან და განვითარებულ ქვეყნაში

7 სექტემბერს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო დღეს ჩვენ ვხვდებით ძალიან დიდი სიახლეებით. საქართველომ შეძლო და ექნება ის ინოვაციური მედიკამენტი, რაც არ არის ბევრ წამყვან და განვითარებულ ქვეყნაში, – ამის შესახებ დიუშენის მქონე ბავშვის მშობელმა, ზაქრო გვიშიანმა განაცხადა.მისი თქმით, საქართველომ შეძლო ის, რაც შეუძლებელი იყო თვეების წინ.„ვუერთდები სიხარულს, საქართველომ შეძლო ის, რაც შეუძლებელი იყო თვეების წინ. ერთ ინოვაციურ მედიკამენტთან დაკავშირებით იქნა მიღწეული გადაწყვეტილება. არ იყო მარტივი გზა. სამინისტროს მხრიდან ვიყავით ინფორმირებული ყველა პროცედურაზე, ყველა აქტივობაზე. განსაკუთრებული მადლობა მინდა, ვუთხრა, ბატონ მიხეილ სარჯველაძეს, მის გუნდს. ეს არის მიღწევა. გვაქვს წვდომა იმ მედიკამენტთან, რომელიც მოწინავე ქვყნებს აქვთ. მედიკამენტი იქნება დაავადებათა მართვის ეროვნულ პროგრამაში შეტანილი. შეძენა მოხდა საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადების დათქმულ დროში. ინტენსიურად მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, დაცული იქნა ხარისხი, მედიკამენტის მიწოდების უწყვეტობა და რაც მთავარია, დროული მოწოდება. მედიკამენტი საქართველოში უკვე რამდენიმე დღეში იქნება და ვულოცავ ყველა მშობელს, პაციენტს და ყველა მხარდამჭერს“, – განაცხადა ზაქრო გვიაშიანმა.მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მეორე მედიკამენტის საკითხიც.„ვაფასებთ იმ დამოკიდებულებას, რასაც იჩენს ჯანდაცვის მინისტრი და მისი გუნდი, ძალიან ფრთხილად ეკიდებიან იმ საკითხს, რომ იყოს ხარისხი დაცული, დროული მოწოდება და მოწოდების უწყვეტობა. მთავარი ამოცანაა, იყოს დროული და ხელმისაწვდომი მკურნალობა. ეს პირდაპირ კავშირშია მედიკამენტების ხარისხთან. ეს არის ინოვაციური მედიკამენტი, რომელიც მკვიდრდება მსოფლიო ფარმაცევტულ ბაზარზე და მისი შემოტანა და ხარისხის კონტროლი აუცილებელია. ჩვენ მივესალმებით, რომ საქართველოში მეორე მედიკამენტიც იქნება. 7 სექტემბერს, დიუშენის ცნობიერების ამაღლების საერთაშორის დღეს, ჩვენ ვხვდებით ძალიან დიდი სიახლეებით. საქართველომ შეძლო და ექნება ის ინოვაციური მედიკამენტი, რაც არ არის ბევრ წამყვან და განვითარებულ ქვეყნაში“, – განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის განკუთვნილი მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ მომავალ კვირაში უკვე საქართველოში იქნება.

ქართული ჯარი

1788445093

რა შეიცვალა ჯარში გაწვევის წესში - დეტალები

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სამხედრო სამსახურში გაწვევის წესი შეიცვალა. შესაბამისი დადგენილება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.მთავრობის დადგენილების თანახმად, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით თუ ვერ ხერხდება უწყების ჩაბარება, დოკუმენტი სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება და გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს ჩაბარებულად ჩაითვლება.ამასთან, პირი ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში.„თუ პირი უარს აცხადებს შეტყობინების/უწყების ჩაბარებაზე, შეტყობინებაზე/უწყებაზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და უბრუნდება სააგენტოს. ასეთ შემთხვევაში შეტყობინება/უწყება ჩაბარებულად ითვლება.პირის გამოძახების შესახებ შეტყობინება/უწყება ჩაბარებულად ითვლება აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანი პირის ოჯახის სრულწლოვანი წევრი ჩაიბარებს შეტყობინებას/უწყებას ან უარს განაცხადებს მის მიღებაზე. შეტყობინების/უწყების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინებაზე/უწყებაზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და უბრუნდება სააგენტოს.თუ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის მიზნით, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ – „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფორმით გამოძახების შესახებ შეტყობინების/უწყების ჩაბარება ვერ ხერხდება ან მათ შორის, მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან ელექტრონული ფოსტით უკუკავშირი არ განხორციელდა 2 სამუშაო დღის ვადაში, ან მისი ფოსტის მეშვეობით გაგზავნა შეუძლებელია, სააგენტო მის ოფიციალურ ვებგვერდზე არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა აქვეყნებს გამოძახების შესახებ შეტყობინებას/უწყებას, რომელიც ჩაბარებულად მიიჩნევა გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს. ამ შემთხვევაში პირი ვალდებულია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ შეტყობინების/უწყების ოფიციალურად ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გამოცხადდეს სააგენტოს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში“, – ნათქვამია მთავრობის განკარგულებაში.

ვოლოდიმირ ზელენსკი

1787747196

ზელენსკი: ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიაზე 16 ობიექტი დააზიანეს, მათ შორის აეროდრომები

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიაზე 16 ობიექტი დააზიანეს, მათ შორის აეროდრომები.მისი თქმით, სამიზნეებს შორის იყო ნავთობის ინფრასტრუქტურა, აეროდრომები, სარაკეტო დანაყოფები, სამხედრო საწარმო და ლოგისტიკური ობიექტები, რომლებსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.„ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩვენმა სამხედროებმა რუსეთში 16 ობიექტზე მიიტანეს იერიში. კერძოდ, დარტყმები განხორციელდა ნავთობის ობიექტებზე – რუსეთის ნავთობის ფონდზე, რომელიც ომს აფინანსებს. ასევე, აეროდრომებზე, სარაკეტო დანაყოფებსა და ინფრასტრუქტურაზე, რომლებიც მუდმივად გამოიყენება უკრაინაზე თავდასხმებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა რუსეთის დარტყმებს პასუხობს, რათა აგრესორი ქვეყნისთვის ომის წარმოების ფასი გაიზარდოს.„ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა. უკრაინა პასუხობს რუსეთის დარტყმებს და ამას ისე აკეთებს, რომ აგრესორისთვის ომის ფასი გარდაუვლად გაიზარდოს. ჩვენ სამართლიანად ვამცირებთ რუსეთის აგრესიის პოტენციალს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კანცელაია

1787066536

საჯარო უწყებებში 111 ვაკანსია ცხადდება - დეტალები

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, პირველი სექტემბრიდან საჯარო დაწესებულებებში, ასევე საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი გამოცხადდება.განაცხადის წარდგენის ვადა არის 1-ელი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით. სტაჟირება კი დაიწყება 1-ელი ოქტომბრიდან.სტაჟირების გავლა შეუძლია მას, ვინც სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში, ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მე-2 საფეხური 2025-26 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

მესი

1782247590

მაგიური ცაციას „ტანგო“ გრძელდება... - ფეხბურთის ყველაზე სრულყოფილი გენიოსი 39 წლის გახდა

„მესისთვის ერთი კაცის მოტყუება ისევე იოლია, როგორც მზესუმზირის კნატუნი. იგი გაცილებით უკეთ გრძნობს თავს, როცა რამდენიმე მეტოქე ეხვევა, თავისუფლად შეუძლია 4-5 მოწინააღმდეგისგან თავის დაღწევა და კარის დალაშქვრა“ - („პალიტრაL“-ის ბიოგრაფიული წიგნი „მესი“)კაცი, რომელმაც ფეხბურთი ხელოვნებად აქცია, დღეს 39 წლის გახდა. ამ ასაკში არგენტინელი ვარსკვლავი კვლავ ამტკიცებს, რომ ფეხბურთის ყველაზე სრულყოფილი სასწაულია... ხოლო ბებიის მიერ ერთხელ გაკეთებული არჩევანი, ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მსოფლიო ფეხბურთისთვის.                                         როდესაც შეუძლებელი ხდება შესაძლებელილიონელ მესის საფეხბურთო კარიერის დაწყება მის ბებიას უკავშირდება. როგორც მის ბიოგრაფიულ წიგნშია აღწერილი, სწორედ ბებიის დამსახურებით აღმოჩნდა პატარა ლეო პირველად ოფიციალურ მატჩში.ერთ-ერთ დღეს ბებიამ ფეხბურთის საყურებლად წაიყვანა. მატჩის დაწყება ჭიანურდებოდა, რადგან ერთ-ერთ ფეხბურთელს დააგვიანდა. სწორედ მაშინ უთქვამს პატარა მესის, რომ თავად სურდა თამაში.ბებიამ მწვრთნელს მიმართა და ბიჭისთვის შანსი ითხოვა. ასე გავიდა 6 წლის ლიონელ მესი პირველად ოფიციალურ მატჩში. დებიუტი კი წარმატებული აღმოჩნდა – მომავალმა მსოფლიო ვარსკვლავმა პირველივე შეხვედრაში გოლი გაიტანა. სწორედ ამ დღიდან დაიწყო ისტორია, რომელმაც ფეხბურთის სამყარო შეცვალა.                                          მაგიური ცაციას უკანასკნელი ტანგო მუნდიალზე...როცა ეგონათ, რომ ყველაფერი უკვე მოიგო, როცა ამბობდნენ, რომ ასაკმა თავისი ქნა, როცა ფიქრობდნენ, რომ ეს იყო უკანასკნელი ტანგო - მესი ისევ დაფრინავს.39 წლის ასაკში ის ისე თამაშობს, როგორც 27 წლის ასაკში. ის ბურთის ფლობის გენიოსია, რომელმაც ფეხბურთისგან სიამოვნება მიიღო და გვასიამოვნა ჩვენ. თანამედროვე ფეხბურთის ეპოქაში არცერთ ფეხბურთელს არ მოუხდენია მოედანი ისე, როგორც ეს მესიმ შეძლო. თითქოს ეს ჩემპიონატი მისი ყოველდღიური რუტინაა, სადაც შეუძლია, უბრალოდ გაერთოს... უხმოდ, ურეაქციოდ, მოკლე გარბენით, თითქოს არც ცდილობს ზედმეტად „შეიწუხოს თავი“... მაგრამ მისი ერთი ნაბიჯი უკვე პანიკაა მეტოქისთვის. მისი ერთი ფინთი უკვე ფსიქოლოგიური ომია მოწინააღმდეგისთვის... და ეს ხდება მისთვის სრულიად ბუნებრივად...თითქოს ფეხბურთი მესისთვის შექმნა ღმერთმა და მესი შექმნა ფეხბურთისთვის...                                             ფეხბურთის უკანასკნელი გენიოსი- მესიმ კლოზეს გადაასწრო და 18 გოლით ტურნირის ისტორიაში ბომბარდირი გახდა;- მესიმ მსოფლიო პირველობაზე ზედიზედ მეექვსე მატჩში გაიტანა - ესეც რეკორდია;- მესი მიმდინარე მუნდიალზე 5 გოლით საუკეთესო მეგოლეა;- მესიმ ზედიზედ მესამე მუნდიალზე ვერ გაიტანა თერთმეტმეტრიანი, რაც ანტირეკორდია;- მესიმ კარიერაში 916 გოლი გაიტანა - რონალდოს ანგარიშზე 973 გოლია;- მესიმ ეროვნულ გუნდში 122 გოლი გაიტანა - რონალდოს რეკორდამდე 21 გოლი აშორებს; რას წერენ მესის მორიგი წარმოუდგენელი პერფორმანსის შესახებ უცხოურ მედიაში:Clarin: „ლიონელ მესის ახალი სიმფონია ორკესტრთან ერთად, რომელიც მას უნაკლოდ ეხმარება. მესი სულ უფრო და უფრო ლეგენდა ხდება. წარმოუდგენელია! კიდევ ერთი თავი ისტორიის წიგნებში მესისთვის, რომელიც 39 წლის ასაკში ბავშვივით თამაშობს და დარბის".La Nacion: „მსოფლიოს მეფე! მეფეს ვერავინ შეაჩერებს. არგენტინელი კაპიტანი ყველა რეკორდს ამყარებს. მისი საბრძოლო სული ურღვევია, მის ტალანტს ვადა არ აქვს, სწორედ ამიტომ, მესი ყოველთვის პოულობს არგუმენტებს“.The Times: „ლიონელ მესი რეკორდების წიგნებს ხევს“.The Guardian: „შეუჩერებელი მესი მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლების რეკორდს ამყარებს. ეს ლიონელ მესის უნდა გაეკეთებინა, ეს ამ დღეს უნდა მომხდარიყო და შესაძლოა, ეს დალასშიც კი უნდა მომხდარიყო. პირველი ოქროს ბუცი [მუნდიალზე] ცუდი საჩუქარი არ იქნებოდა ხატისთვის, რომელიც ოთხშაბათს 39 წლის ხდება".L’Equipe: „ისტორიულმა მესიმ არგენტინის პლეი ოფში გასვლა უზრუნველყო. არგენტინის კაპიტანმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გოლების რეკორდის საკითხი უმოკლეს დროში გადაწყვიტა".Le Figaro: „მესი საზღვრებს სცდება. რამდენად შორს წავა? ალჟირის წინააღმდეგ ბრწყინვალე ჰეთ თრიკის შემდეგ, ლიონელ მესიმ ავსტრიის წინააღმდეგ დუბლით ფეხბურთში თავისი ლეგენდარული სტატუსი კიდევ უფრო განამტკიცა“.Gazzetta dello Sport: „მესი არ ჩერდება: ის 18 გოლს იტანს და კლოზეს უსწრებს. მესი ამ მყარი, კომპაქტური, თუმცა არა განსაკუთრებით სანახაობრივი არგენტინის უდავო ვარსკვლავია. ავსტრიელებიც კი მიდიან მასთან ჩასახუტებლად“.La Repubblica: „წარმოუდგენელი, შეუჩერებელი მესი. ის კიდევ ერთხელ წერს ისტორიას“.Marca: „ისევ ის არის. ისევ 10 ნომერი. ისევ ლიონელ მესი. ის, რასაც ეს ბიჭი აღწევს, გასაოცარია".შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრებმა ალჟირი 3:0, ავსტრია კი 2:0 დაამარცხა - ყველა გოლი მესის აქტივშია. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ალბისელესტე" იორდანიას შეხვდება და 1/16-ფინალისთვის მშვიდად მომზადება შეუძლია.პ.ს უკვე ზეპირად ვიცით ფრაზა: „ტანგოში შეცდომები არ არსებობს... ამიტომაა ტანგო გენიალური. თუ შეცდომას დაუშვებ, ვითომაც არაფერი, ასე იყო საჭირო...“ და ჩვენ გუშინ, ტანგოს პირველ აკორდებს ვუყურეთ - ააცილა პენალტი და გააგრძელა თამაში - იცოდა, რომ კიდევ გაიტანდა. გაიტანა და ისევ გააგრძელა... და კიდევ გაიტანს...მომავალ მუნდიალზე არგენტინელის ტანგოს ალბათ ვეღარ ვნახავთ... მაგრამ სტადიონები ისევ გაივსება, ახალი ვარსკვლავებიც გამოჩნდებიან... და ჩვენ ყოველთვის ვიტყვით:  „იმ ეპოქაში ვცხოვრობდი, როცა მესი თამაშობდა...“

ევროკავშირ

1767118661

ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი დღეიდან შედის ძალაში

დღეიდან ძალაში შედის ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი მექანიზმი. ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალი მექანიზმი უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე წინა ვერსია.მექანიზმი ითვალისწინებს რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას: შეჩერების ამოქმედებისთვის საჭირო ზღვარის შემცირებას. ევროკომისიის განცხადებით, ახალი წესები ევროკავშირს საშუალებას აძლევს, უფრო სწრაფად მოახდინოს რეაგირება პრობლემებზე.როგორც ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული, მექანიზმი მუშაობს ეტაპობრივად: პირველ ეტაპზე შეჩერება შეეხება დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, ხოლო მეორე ეტაპზე, თუ პრობლემები არ მოგვარდება, შეჩერება გავრცელდება მთელ მოსახლეობაზე.ამასთან, ევროკომისიის მიერ მომზადებულ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის თანახმად, ახალი მექანიზმის მიზანია, ევროკავშირმა უკეთ გაართვას თავი უვიზო რეჟიმებთან დაკავშირებულ გამოწვევებს.ევროკომისიის მიერ მომზადებული ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ ყოველწლიური ანგარიში 19 დეკემბერს გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

ჯიროლამო სავონაროლა

1760349815

ჯიროლამო სავონაროლა - რწმენასა და ფანატიზმს შორის გამოკეტილი ბერი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს

რენესანსის ეპოქის ბრწყინვალე ფლორენციაში, სადაც ხელოვნება, ფუფუნება და პოლიტიკა ერთმანეთში ერწყმოდა, გამოჩნდა ადამიანი, რომელიც ყველაფრის შეცვლას ცდილობდა.ჯიროლამო სავონაროლა — დომინიკელი ბერი, რომელმაც ფლორენციის ცხოვრებას სიმდაბლისა და ღვთისმოსაობის გზა შესთავაზა, გახდა ერთ-ერთი ყველაზე დრამატული ფიგურა შუა საუკუნეების ევროპაში.რელიგიურ გზაზე შემდგარი ადამიანისავონაროლა 1452 წლის 21 სექტემბერს იტალიის ქალაქ ფერარაში დაიბადა. ახალგაზრდობაშივე განცვიფრებული იყო საზოგადოების ამორალურობითა და ადამიანების ამპარტავნებით. ფილოსოფიით გატაცებულმა, 1472 წელს დაწერა ტრაქტატი „მსოფლიოს მიმართ ზიზღის შესახებ“, სადაც ამქვეყნიური სიამოვნებების ამაოებაზე მსჯელობდა.მალე ის ბერად აღიკვეცა და დომინიკელთა ორდენს შეუერთდა ბოლონიაში. მონასტერში გატარებულმა წლებმა კიდევ უფრო გააღრმავა მისი რწმენა, რომ ქრისტიანობა უნდა დაბრუნებულიყო სიწმინდისა და სიმდაბლის გზაზე.ფლორენციაში გამოჩენა და აღზევება1482 წელს სავონაროლა გადაიყვანეს ფლორენციის სან მარკოს მონასტერში. თავიდან მისი ქადაგებები უბრალო ბერების წრეში ტარდებოდა, მაგრამ მალევე მისი დამაჯერებელი სიტყვები მთელ ქალაქს მოედო. იგი ამხელდა ფუფუნებას, გარყვნილებას, არაგავლენიან მმართველებსა და მედიჩების ოჯახის უზარმაზარ ძალაუფლებას.მისი ქადაგებები წინასწარმეტყველური ტონით გამოირჩეოდა — სავონაროლა ამტკიცებდა, რომ ღმერთი მალე დასჯიდა ფლორენციას ცოდვებისთვის. სწორედ ამიტომ მოუწოდებდა ხალხს სინანულისა და თავშეკავებისკენ.ქალაქის შეცვლის მცდელობა1494 წელს, როცა საფრანგეთის მეფე შარლ VIII იტალიაში შემოიჭრა და მედიჩების ოჯახი ფლორენციიდან განდევნეს, ქალაქში ძალაუფლების ვაკუუმი წარმოიშვა. სწორედ ამ დროს ხალხმა ბერს მიმართა, როგორც მორალურ ლიდერს.სავონაროლამ დაიწყო ის, რასაც თავად „ქრისტიანული რესპუბლიკა“ უწოდა — ქალაქის ცხოვრების გარდაქმნა ღვთის ნებითა და ბიბლიური კანონებით. მისი გავლენით ფლორენციაში აიკრძალა ფუფუნება, მუსიკა, თამაშები, ბარდების სიმღერები და მხიარული ფესტივალები. ხალხს მოუწოდებდა, დაეწვა ყველაფერი, რაც ამაოებასა და ცოდვას განასახიერებდა — სარკეები, ძვირფასი ტანსაცმელი, წიგნები, ნახატები.ეს მოვლენა ისტორიაში შევიდა როგორც “სიჯიუტის კოცონი” (Bonfire of the Vanities) — უზარმაზარი ცეცხლი ქალაქის მოედანზე, სადაც მოქალაქეები საკუთარი ხელით ანადგურებდნენ ხელოვნების ნიმუშებს, რომლებსაც „შეტყუების სიმბოლოებად“ მიიჩნევდნენ.ეკლესიის წინააღმდეგსავონაროლას მზარდი გავლენა რომში აშფოთებდა კათოლიკური ეკლესიის იერარქებს. პაპი ალექსანდრე VI თავიდან ცდილობდა ბერთან შერიგებას — შესთავაზა კარდინალის ტიტული, მაგრამ სავონაროლამ უარი განაცხადა.უარის შემდეგ პაპმა მას ქადაგების უფლება შეუჩერა და შემდეგ განკვეთა ეკლესიიდან. მიუხედავად ამისა, ფლორენციაში ბერი კვლავ აგრძელებდა ხალხის მობილიზებას და ამტკიცებდა, რომ თავად ღმერთი ებრძოდა მორალურ დაცემას.დაცემა და  ტრაგიკული დასასრული1498 წელს პოლიტიკური გარემო შეიცვალა — ფლორენციაში უკმაყოფილება გაიზარდა. სავონაროლას მოწინააღმდეგეებმა მას ცრუპროფეტობა და თვითნებობა დასწამეს. კარდინალთა საბჭომ, კენჭისყრის შედეგად, იგი ერეტიკოსად ცნო, დაატუსაღა და სინიორიის მოედანზე, Palazzo Vecchio სხდომათა დარბაზის თავზე, სამრეკლოს კოშკის სენაკში მოათავსა, იქ მან თავისი სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა. 23 მაისს 1498 წელს, ფლორენციის მთავარ მოედანზე — Piazza della Signoria — ჯიროლამო სავონაროლა თავის ორ თანამებერთან ერთად საჯაროდ ჩამოახრჩვეს და შემდეგ დაწვეს. ამბობდნენ, რომ ცეცხლში მისი ხელი უცნაურად შეირხა — ზოგი ამას სასწაულად მიიჩნევდა, ზოგი კი სიკვდილის ბოლო რეფლექსად.

ეილინ უორნოსი

1760284022

„საკვებისთვის სკოლაში სექსუალურ კავშირს ამყარებდა... სექსუალურ ურთიერთობაში იმყოფებოდა საკუთარ ძმასთან“ - სერიული მკვლელი, რომელიც სიკვდილით დასაჯეს

1989-90 წლებში ეილინ უორნოსმა 7 ადამიანი იარაღით მოკლა. ის სექს-მუშაკი იყო და როგორც შემდეგ ამბობდა, ყველა მკვლელობისას გაუპატიურებისაგან იცავდა თავს. სასამართლომ ის ბრალდებულად ცნო და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, რაც 2002 წელს აღსრულდა.ამერიკელი პირველი სერიული მკვლელი ქალის ისტორიაზეა გადაღებული ფილმი "მონსტრი". უორნოსის როლის განსახიერებისთვის შარლიზ ტერონმა "ოსკარი" მოიპოვა.ეილინ უორნოსიეილინ უორნოსი 1956 წლის 29 თებერვალს ეილინ კეროლ პიტმენის სახელით დაიბადა. ეილინის დედა – დიანა უორნოსი 1954 წლის 3 ივნისს 15 წლის ასაკში გათხოვდა ლეო დეილი პიტმენზე. დაახლოებით, 2 წლის შემდეგ, ეილინის დაბადებამდე, წყვილი ერთმანეთს გაშორდა. ეილინს ჰყავდა უფროსი ძმა, სახელად კითი. მშობელ მამას ეილინი არასოდეს არ შეხვედრია, მეტიც, ლეო პიტმენი ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისათვის გაასამართლეს. მიაჩნდათ, რომ იგი შიზოფრენიით იყო დაავადებული, ხოლო 1969 წელს მან ციხეში თავი მოიკლა.1960 წლის იანვარს, როდესაც ეილინს, თითქმის, 4 წელი შეუსრულდა, დიანამ შვილები ბებიასა და ბაბუას მიაბარა. 1960 წლის 18 მარტს მათ ეილინი და კითი იშვილეს. 11 წლის ასაკში სიგარეტების, ნარკოტიკებისა და საკვების სანაცვლოდ, სკოლაში სექსუალურ კავშირს ამყარებდა. აგრეთვე, სექსუალურ ურთიერთობაში იმყოფებოდა საკუთარ ძმასთან. ეილინი ამტკიცებდა, რომ პატარა ასაკში იგი საკუთარმა ბაბუამ გააუპატიურა. ბრალდებების თანახმად, სანამ გააუპატიურებდა, მანამდე ტანსაცმლის გახდას აიძულებდა.სხეული იჯარითრამდენიმე წელი გოგონა ქუჩაში ცხოვრობდა. ნარკოტიკებმა, ალკოჰოლმა და სექსმა მოტეხა და გაანადგურა. კლიენტებს გზადაგზა პოულობდა, სანამ ფლორიდაში არ ჩავიდა და მდიდარი ბიზნესმენი არ გაიცნო. 20 წლის ეილინი იახტ-კლუბის პრეზიდენტ ლევის გრატცს შეხვდა, რომელიც ბაბუად ეკუთვნოდა. ისინი დაქორწინდნენ და 11 კვირის შემდეგ განქორწინდნენ. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ ეილინი მას სცემდა. განქორწინების შემდეგ უორნოსი ისევ პროსტიტუციას დაუბრუნდა.1978 წელს სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება გადაწყვიტა და ირაღიდან გაისროლა. ტყვია მუცელში მოხვდა, საავადმყოფოში წაიყვანეს და გადაარჩინეს."პროსტიტუცია ფულის შოვნის ერთ-ერთი გზა იყო, - განაცხადა ეილინმა სასამართლოში. ეკლესია არ დამეხმარა. მსურდა, პოლიციელი გავმხდარიყავი, მაგრამ ატესტატი არ მქონდა. ამიტომაც ვვაჭრობდი საკუთარი სხეულით".პერიოდულად სამართალდამცველები იჭერდნენ ხან ალკოჰოლის მოხმარებისთვის, ხან ჩეკებისა და დოკუმენტების გაყალბებისთვის (დეიდის პირადობით ისარგებლა და სხვა დროსაც იყენებდა სხვა ქალების გვარ-სახელებს), ერთხელ კი მაღაზიის გაქურდვისთვის დააკავეს.ორი ტყვია შურისძიებისთვისერთხელ, ბარში არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მქონე ტაირა მური გაიცნო. უორნოსმა მამაკაცის როლი იკისრა და დაკავებამდე ზრუნავდა საყვარელ ქალზე. მას კი დიდი მოთხოვნები არ ჰქონდა: ლუდის დალევა, იაფფასიან სასტუმროში ოთახის დაქირავება და მოპარული მანქანით გასეირნება. ამასთანავე, ეილინის საყვარელ ქალს შოპინგიც უყვარდა. ორივე ქალი ფულს ისევ პროსტიტუციით შოულობდა.ამავე პერიოდში ქალში იმძლავრა აგრესიულობამ და მან სექსუალური მომსახურების პარალელურად რამდენიმე მამაკაცი გამოასალმა სიცოცხლეს. არავინ იცის, ეხმარებოდა თუ არა ეილინს საყვარელი ქალი მკვლელობაში ან მკვლელობის დაფარვაში. პოლიციელები ამტკიცებენ, რომ ეხმარებოდა."ექსპერტ-ფსიქიატრების აზრით, ეილინი მამაკაცებს შურისძიების გამო ხოცავდა (7 მამაკაცი ჰყავს მოკლული). როგორც წესი, ორი გასროლით, ხანდახან მეტითაც. უსუფთავებდა ჯიბეებს და მონაპოვარით საყვარელ ქალს ინახავდა".უორნოსი 1991 წლის 9 იანვარს დააპატიმრეს. სასამართლოზე განაცხადა, რომ იარაღი ხელში იძულებით აიღო, "მამაკაცები ძალადობისა და გარყვნილებისკენ უბიძგებდნენ". მაგრამ მისმა არგუმენტებმა მოსამართლეებზე ზემოქმედება ვერ მოახდინა.1993 წელს სასამართლოზე ეილინს უმაღლესი სასჯელი გამოუტანეს - სიკვდილით დასჯა. მკვლელობის შვიდიდან 6 ეპიზოდი დაუმტკიცეს (მეშვიდე ცხედარს პოლიციამ ვერ მიაგნო) და 12-მა ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად გადაწყვიტა, ქერათმიან ქალს სიცოცხლე ელექტროსკამზე დაესრულებინა. 1996 წელს უორნოსმა აპელაციაზე უარი მიიღო. 2001 წელს განაცხადა, რომ სამართალდამცველებმა სასამართლოს განაჩენი სისრულეში უნდა მოიყვანონ, რადგან "მოსახლეობის გადასახადებიდან მასზეც იხარჯება ფული". 2002 წელს ელექტროსკამზე სიკვდილი "ჰუმანური" ინიექციით შეუცვალეს. უორნოსი გარდაიცვალა, როცა სასიკვდილო დოზა გაუკეთეს.ექსპერტის საბოლოო დასკვნა"შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეილინს ფსიქიკა ჰქონდა დარღვეული. უორნოსი ხოცავდა მამაკაცებს, რომლებიც მასთან სექსუალურ კავშირს ძალადობით ცდილობდნენ. მანიაკების ბიოგრაფიას თუ გადავხედავთ, ყველას ბავშვობაში შევხვდებით მკვლელობას, თვითმკვლელობას, სექსუალურ ძალადობას. ეილინის შემთხვევაში, ბავშვურ ტრავმებს, მშობლების სიყვარულისა და მზრუნველობის გარეშე აღზრდაც დაერთო."

ალის კრიმინსის საქმე

1753789560

მკვლელი დედა თუ სექსისტური სასამართლოს მსხვერპლი - ალის კრიმინსის საქმე, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა

ტრაგიკული დილა 1965 წლის 14 ივლისს, დილის 9 საათზე, 26 წლის ალისა კრიმინსმა აღმოაჩინა, რომ მისი ორი მცირეწლოვანი შვილი – ხუთი წლის ედი ჯუნიორი და ოთხი წლის მისი საწოლში აღარ იწვა. პანიკაში ჩავარდნილმა დედამ მაშინვე დაურეკა ყოფილ ქმარს, ედმუნდ კრიმინსს, რომელთანაც განქორწინებული იყო. ყოფილ ქმარს ჯერ ეს შემაშფოტებელი ამბავი ქალის „თამაში“ ეგონა. ადგილზე მისულმა კი ალისი დაუდევრობაში დაადანაშაულა, პოლიციაში დარეკა და ბავშვების გაუჩინარების შესახებ განაცხადა.მიუხედავად იმისა, რომ პირველივე წუთიდან არ არსებობდა არანაირი მტკიცებულება, პოლიციამ მალევე აირჩია ეჭვმიტანილი - დედა, ალის კრიმინსი.გამომძიებელს ადგილზე არ გადაუღია ფოტოები, არ აუღია თითის ანაბეჭდები და არც ბავშვების საძინებელ ოთახში ახეული ფანჯრის ბადე შეუმჩნევია.ალისი დეტექტივს მოუყვა წინა ღამის შესახებ: ბავშვებმა საღამოს 7:30 საათზე ივახშმეს, შემდეგ დაიძინეს, ხოლო დილით აღარ დამხვდნენ საწოლში...სახლის დათვალიერებისას გამომძიებელმა ქალის საძინებელში აღმოაჩინა ცარიელი ალკოჰოლის ბოთლები, კონტრაცეპტივები და ბიუსტჰალტერები... ასე გადაწყდა, რომ მთავარი ეჭვმიტანილი იყო ალის კრიმინსი.„შენ ქმარი დაკითხე, მე იმ ძუკნას მივხედავ“ — უთხრა მან თავის კოლეგას.მისი დაკითხვიდან რამდენიმე საათში, პატარა გოგონას ცხედარი ერთ-ერთ მიტოვებულ ნაკვეთში იპოვეს. დეტექტივმა, ალის კრიმინსი მანქანით წაიყვანა შემთხვევის ადგილზე. ალისიმ იქვე გონება დაკარგა. თუმცა მოგვიანებით პაიერინგი ამტკიცებდა, რომ ქალი „არაფერზე რეაგირებდა“.პროვოკაცია და პოლიციის შურისძიებასაგამოძიებო მოქმედებები და გარემოებები, აშკარად მიუთითებდა პოლიციის მიკერძოებულ დამოკიდებულებაზე. თავის მხრივ, ალისიც ხშირად უარესი პროვოკაციით პასუხობდა სამართალდამცველებს. ერთ-ერთი ზარის დროს ტელეფონს ასეთი სიტყვებით უპასუხა:„ჰაი ბიჭებო, წაიღეთ ფეხი!“ალისი ღიად ეწინააღმდეგებოდა გამოძიებას. 1971 წელს მიცემულ ინტერვიუში ჟურნალისტ ბობ გროსთან თქვა:„მე ამას არ გავაკეთებდი. ისინი ჩემი შვილები იყვნენ. არავინ ცდილობდა ნამდვილი მკვლელის პოვნას. მათი ერთადერთი მიზანი ჩემი განადგურება იყო.“საეჭვო მოწმე და დაპატიმრებამიუხედავად მტკიცებულებების ნაკლებობისა, პოლიციამ და პროკურატურამ მთელი ენერგია ალის კრიმინსზე კონცენტრირებით დახარჯა. გამოძიება მტკიცებულებების გარეშე წარიმართა, თუმცა ქალს წლების განმავლობაში საგულდაგულოდ უთვალთვალეს.ბოლოს, 1966 წლის ნოემბერში პროკურატურამ თითქოსდა "მტკიცებულება" იპოვა: მეზობელი ქალი, სოფი ეარომირსკი, რომელმაც ბავშვების გაუჩინარებიდან დიდი დროის შემდეგ თქვა, რომ ბავშვების ოთახიდან ვიღაც ქალი დაინახა.1967 წლის 11 სექტემბერს ალის კრიმინსი დააკავეს შვილების მკვლელობის ბრალდებით.მისი სასამართლო პროცესი ერთ-ერთი ყველაზე საკამათო გახდა იმ დროის ამერიკაში. პროკურატურა ეყრდნობოდა საეჭვო მოწმეებსა და მორალურ შეფასებებს, რამაც ჩაანაცვლა ფაქტობრივი არგუმენტები.საზოგადოება და ტაბლოიდები ალის წარმოსახავდნენ როგორც „გარყვნილ ქალს“, რომლის სექსუალური თავისუფლება თითქოს საკმარისი იყო დამნაშავედ ცნობისთვის.მამაკაცებით დაკომპლექტებულმა მსაჯულებმა საბოლოოდ დაადანაშაულა ალის კრიმინსი საკუთარი შვილების მკვლელობაში — მიუხედავად იმისა, რომ ქალი მუდამ ამტკიცებდა: „ნამდვილი მკვლელი ჯერ კიდევ თავისუფალია“.ვინ იყო ალის კრიმინსი სინამდვილეში?ალის კრიმინსი დაიბადა 1939 წლის 9 მარტს, ბრონქსში, ირლანდიელი კათოლიკე ოჯახში. ბავშვობა გაატარა წმინდა რეიმონდსის მონასტერში და მოზარდობიდანვე ოცნებობდა დამოუკიდებლობაზე. 19 წლის ასაკში ის დაქორწინდა სკოლის მეგობარზე — ედმუნდ კრიმინსზე, იმ იმედით, რომ ქორწინება და დედობა მას თავისუფლებას მოუტანდა.1959 წელს შეეძინათ ვაჟი — ედი, ხოლო შემდეგ წელს გოგონა — ალის მარი. ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ კიუ გარდენსის "რეგალ გარდენსის" კომპლექსში, ნიუ-იორკში. თუმცა ოჯახური ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა.ალისი მალევე დარჩა მარტო სახლში — ქმარი ღამეებს სმასა და კოლეგებთან დროს ტარებაში ატარებდა. ალისის მონათხრობით, იგი მხოლოდ ერთ მამაკაცთან იყო ინტიმურ კავშირში — თავის ქმართან, მაგრამ ქმრის უყურადღებობამ ის საკუთარი არჩევანისკენ უბიძგა.საზოგადოებრივი მორალის მსხვერპლიალისმა მუშაობა ბარში, მიმტანად დაიწყო. იმ დროის ამერიკაში, განსაკუთრებით ქალებისთვის, მიუღებლად მიიჩნეოდა კოქტეილის მიმტანის საქმე. მალე გავრცელდა ხმები, რომ ის კლიენტებსაც ხვდებოდა. ამან ედმუნდს ეჭვიანობა დააწყებინა.განქორწინების მიუხედავად, ედმუნდ კრიმინსი ხშირად ახერხებდა ყოფილი ცოლის პირად სივრცეში შეჭრას. უსმენდა ალისის საუბრებს, იჭრებოდა ბინაში და ადევნებდა თვალყურს მის ინტიმურ ცხოვრებას. მოგვიანებით აღიარა, რომ ხანდახან ალისის პირად ნივთებს ეხებოდა.ერთხელ მამას შვილმა უთხრა, რომ დედა სახლში ხშირად „ბიძაშვილებს“ იწვევს, რომლებიც მხოლოდ შარვლით დადიან. ედმუნდი გაშმაგდა. მაგრამ ყველაზე მეტად მაშინ განრისხდა, როდესაც ალისი ერთ ღამეს შვილებთან არ1965 წლის 22 ივნისს, ედმუნდ კრიმინსმა სასამართლოს მიმართა ბავშვების სრული მეურვეობის მოსაპოვებლად. გასაკვირად, ალისის დედამ მხარი სიძეს დაუჭირა. იგი ედმუნდს „კარგ კაცად“ მოიხსენიებდა და ამბობდა, რომ ის შვილებზე უკეთ იზრუნებდა.ამ ფონზე სასამართლო პროცესს წინ უძღოდა ძლიერი საზოგადოებრივი ზეწოლა, მედიაში აგორებული სკანდალები და ქალის პირადი ცხოვრების დეტალებით მანიპულაცია — რაც საბოლოოდ იქცა სქესის, მორალისა და იდენტობის გარშემო აგებული განაჩენის მიზეზად და არა ფაქტობრივი მტკიცებულებების.გაუქმებული განაჩენი1973 წელს ნიუ-იორკის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა კრიმინსის მკვლელობის განაჩენი.  არ არსებობდა არცერთი დადასტურებული მტკიცებულება, რომ ედი ჯუნიორის სიკვდილი კრიმინალური აქტის შედეგი იყო — ან რომ საერთოდ რაიმე კრიმინალი მოხდა.ამავე პერიოდში, ერთ-ერთმა პროკურორმა, რომელმაც ეს საქმე აწარმოა, ჟურნალისტ ბობ გროსს უთხრა:„არ ვიცი, მართლა გააკეთა თუ არა. ჯერ კიდევ ეჭვი მეპარება. არც მაშინ მჯეროდა და არც დღეს მჯერა იმ ისტორიის, რაც მსაჯულებს მოვუყევი.“განაჩენის აღდგენა და საბოლოო გათავისუფლება1975 წელს, ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ისევ აღადგინა — ამჯერად მხოლოდ განზრახ მკვლელობის ბრალდებით.სასამართლოს აზრით, მსაჯულები ორივე შემთხვევაში მიიჩნევდა ალის კრიმინსს შვილების სიკვდილში დამნაშავედ, ამიტომ ფორმალური შეცდომების მიუხედავად, განაჩენის გაუქმება უსაფუძვლო იყო.ალის კრიმინსმა საერთო ჯამში 30 თვე გაატარა ციხეში, ძირითადად ჰარლემში, Parkside-ის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში — 1971 წლიდან 1977 წლამდე. მან ორჯერ სცადა პირობით გათავისუფლება, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ მიიღო თანხმობა, რაც ციხის შიგნით მუშაობის პროგრამაში ჩაერთო და მდივნად დაიწყო მუშაობა.„New York Times“-ის 1977 წლის სტატიის მიხედვით, უცნობია, რა მიზეზით დარწმუნდა პირობით გათავისუფლების საბჭო საბოლოოდ.ციხეში ყოფნის პერიოდში ალის კრიმინსმა იქორწინა მის ძველ საყვარელზე — მილიონერ კონტრაქტორ ენტონი გრეისზე. წყვილი ერთად ცხოვრობდა გრეისის გარდაცვალებამდე, 1998 წლამდე.ქალის ისტორია, რომელიც სიმართლის მიღმა დარჩაალის კრიმინსის საქმე დღესაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე საკამათო და მძიმე სასამართლო ისტორიად, სადაც ქალი შესაძლოა სასჯელს საკუთარი ქცევისა და „მორალური გადახვევის“ გამო იხდიდა და არა დანაშაულის გამო.მის საქმეზე არაერთი წიგნი დაიწერა და დოკუმენტური ფილმი გადაიღეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მერი ჰიგინს კლარკის 1975 წლის ბესტსელერი „Where Are The Children?“, რომელიც სწორედ ამ ტრაგედიით იყო შთაგონებული.და მაინც, ფაქტია: ალის კრიმინსის დანაშაული არ დასტურდება არცერთი უტყუარი მტკიცებულებით.დღემდე უცნობია, ვინ მოკლა მისი ორი ბავშვი სინამდვილეში.

ჯიმი ჰოფა

1753779712

„მდუმარე დონას“ შურისძიება თუ ყალბი დამნაშავეები - ამერიკელი პროფკავშირების ლიდერის გაუჩინარების საიდუმლო

ვინ იყო ჯიმი ჰოფა?ჯიმი ჰოფა იყო ამერიკელი პროფკავშირების ლიდერი და 1957-დან 1971 წლამდე მართავდა ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და გავლენიან პროფკავშირს — საერთაშორისო გუნების ძმობას (Teamsters Union).იგი დიდ გავლენას ახდენდა სატრანსპორტო, საწყობებისა და სხვა დარგის ფიზიკურ მუშაკებზე. ჰოფას იცნობდნენ, როგორც დაუღალავ მებრძოლს მუშათა უფლებებისთვის, თუმცა ამავე დროს ცნობილი იყო მისი კავშირი ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის მაფიის გავლენიან ფიგურებთან — როგორიც იყო ტონი პროვენცანო.მისი კარიერა წინააღმდეგობრივი იყო: ერთი მხრივ, მან პროფკავშირი უპრეცედენტო სიმძლავრემდე მიიყვანა, მაგრამ მეორე მხრივ, მაფიასთან მჭიდრო თანამშრომლობა, კორუფციული გარიგებები და ძალაუფლებისკენ სწრაფვა მის რეპუტაციას საგრძნობლად აზიანებდა.1960-იან წლებში ის დამნაშავედ ცნეს ნაფიცი მსაჯულების მოსყიდვაში, თაღლითობასა და შეთქმულებაში. ჰოფას 13-წლიანი სასჯელი შეუფარდეს, თუმცა პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა 1971 წელს ის ვადაზე ადრე გაათავისუფლა — სავარაუდოდ Teamsters-ის მხრიდან ნიქსონის წინასაარჩევნო კამპანიაში გადარიცხული მსხვილი შემოწირულობის ფონზე.გათავისუფლების შემდეგ ჰოფას კვლავ სურდა პროფკავშირის სათავეში დაბრუნება, თუმცა, ოფიციალური შეთანხმებით, 1980 წლამდე ნებისმიერი პროფკავშირული საქმიანობა აეკრძალა — შეზღუდვა, რომელიც მას აშკარად არ მოსწონდა.Teamsters Teamsters Union, ოფიციალურად — საერთაშორისო გუნების ძმობა, ამერიკის ერთ-ერთი უმსხვილესი პროფკავშირია, რომელიც სატვირთო მძღოლებს, საწყობების თანამშრომლებსა და სხვა ლურჯყელა მუშაკებს წარმოადგენს. ჰოფას პრეზიდენტობამდე ორგანიზაციას შედარებით მცირე გავლენა ჰქონდა. მისი მოსვლის შემდეგ, 1950-იან წლებში, Teamsters-მა ძალზე სწრაფად გაზარდა როგორც თავისი წევრების რაოდენობა, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლება.ჰოფამ გააფორმა მომგებიანი კონტრაქტები წევრებისთვის, თუმცა თანდათანობით პროფკავშირის ფუნდამენტი გაიჟღინთა კორუფციით და მაფიასთან გარიგებებით. მან ცენტრალიზებულად აიღო ყველა გადაწყვეტილების მიღება საკუთარ თავზე, გააფართოვა გავლენა ვაჭრობისა და ტრანსპორტის სექტორში და პრაქტიკულად წაშალა ზღვარი პროფკავშირსა და დანაშაულებრივ საქმიანობას შორის. როგორ გაუჩინარდა ჯიმი ჰოფა?1975 წლის 30 ივლისს ჯიმი ჰოფა გაუჩინარდა. უკანასკნელად ის ბლუმფილდ თაუნშიპში (მიჩიგანი), რესტორან „მაკუს რედ ფოქსის“ სადგომზე შენიშნეს, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა ჰქონდა დანიშნული მაფიის გავლენიან წევრებთან — ენტონი ჯიაკალონესა და ტონი პროვენცანოსთან.დაახლოებით 2:15 საათზე მან ცოლს სატელეფონო ჯიხურიდან დაურეკა და უთხრა, რომ შეხვედრის მონაწილეები არ გამოჩნდნენ. ამის შემდეგ ჰოფა უკვალოდ გაქრა. მისი მანქანა მოგვიანებით რესტორნის სადგომზე იპოვეს.FBI-მ საქმეში მასშტაბური გამოძიება დაიწყო, თუმცა ჰოფა აღარასოდეს გამოჩენილა. არც მისი ცხედარი, არც პირდაპირი მტკიცებულება მისი ბედის შესახებ — არაფერი აღმოჩენილა.  გამოცხადდა თუ არა იურიდიულად გარდაცვლილად?დიახ. გაუჩინარებიდან ზუსტად შვიდი წლის შემდეგ, 1982 წლის 30 ივლისს, ოკლენდ ქაუნთის მოსამართლემ ჯიმი ჰოფა იურიდიულად გარდაცვლილად გამოაცხადა.ეს გადაწყვეტილება აუცილებელი იყო იმისათვის, რომ ოჯახს სამართლებრივად შეეძლო მემკვიდრეობით საკითხების გადაწყვეტა.  ვინ მოკლა ჯიმი ჰოფა?ჯიმი ჰოფას გაუჩინარება დღემდე ოფიციალურად ამოუხსნელია. თუმცა, არსებობს მრავალი თეორია და ვარაუდი.ყველაზე გავრცელებული ვერსიით, მის გაუჩინარებაში მაფია იყო ჩართული. ჰოფას და ტონი პროვენცანოს დაპირისპირება, ასევე მაფიის შიდა დაძაბულობა, მას ეჭვის ქვეშ აყენებს, თუმცა ასევე ფიგურირებენ სხვა გავლენიანი მაფიოზები — მათ შორის „მდუმარე დონად“ წოდებული რასელ ბუფალინო, რომელსაც ჰოფას გავლენა Teamsters-ზე აშკარად არ სიამოვნებდა.ცნობილი მაფიის მკვლელი სალვატორე „სელი ბაგს“ ბრიგულიომაც მოიპოვა ეჭვმიტანილის სტატუსი, ხოლო ფრენკ „ირლანდიელი“ შირანი თვითონაც აცხადებდა, რომ სწორედ მან მოკლა ჰოფა — თუმცა არცერთი ვერსია მტკიცებულებებით არ დასტურდება.კიდევ ერთი სკანდალური ფიგურა, რიჩარდ „აისმენი“ კუკლინსკი, ამტკიცებდა, რომ ჰოფა მას $40,000-ის სანაცვლოდ მოუკლავს, თუმცა სამართალდამცველები მის აღიარებებს არასანდოდ მიიჩნევენ, რადგან კუკლინსკი ცნობილია დანაშაულების გამოგონებით.არსებობენ ისეთებიც, ვინც თვლის, რომ ჰოფას სიკვდილის უკან ფედერალური აგენტები იდგნენ — მაფია კი მხოლოდ „ყალბი დამნაშავეა“ — თუმცა ამ ვერსიას მტკიცებულება საერთოდ არ ახლავს.

სახის გარეშე დარჩენილი ქალი

1753778909

„სახის გარეშე დარჩენილი ქალი“ - როგორ გადაურჩა ჩარლა ნეში შიმპანზეს თავდასხმას

2009 წლის 16 თებერვალს ამერიკაში მოხდა ერთ-ერთი ყველაზე შემზარავი ცხოველის თავდასხმა, რომელმაც მსოფლიო შოკში ჩააგდო. 55 წლის ჩარლა ნეში მძიმედ დაშავდა მას შემდეგ, რაც მეგობრის გაზრილმა შიმპანზემ, სახელად ტრავისმა, სასტიკად დაასახიჩრა.ტრავისი - 14 წლის შიმპანზე,  სანდრა ჰეროლდმა ბავშვობიდან სახლში გაზარდა. ის ოჯახში ცხოვრობდა თითქმის ადამიანივით: ჭამდა მაგიდასთან, სვამდა ღვინოს, უყურებდა ტელევიზორს და იყენებდა ტუალეტს.იმ დღეს მოულოდნელად აგრესიული გახდა. როდესაც ნეში მეგობრის თხოვნით ეზოში შევიდა, ცხოველი თავს დაესხა.შიმპანზემ ქალს მთლიანად მოაჭრა ცხვირი, ტუჩები, ქუთუთოები და ორივე ხელი, სერიოზული დაზიანება მიაყენა სახის ძვლებსა და თვალებზე. მისი ამოცნობა ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა.ადგილზე მისულმა პოლიციამ ცხოველი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.ჩარლა ნეში სასწრაფოდ გადაიყვანეს სტამფორდის კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია. ექიმებმა შეძლეს მისი გადარჩენა, თუმცა მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო - ის კომაში იმყოფებოდა რამდენიმე კვირის განმავლობაში.შემდგომში იგი გადაიყვანეს კლივლენდის კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა თანამედროვე მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პროცედურა - სრული სახის ტრანსპლანტაცია.2011 წელს, ჩარლა ნეში გახდა ერთ-ერთი პირველი პაციენტი აშშ-ში, რომელმაც სრული სახის გადანერგვა ჩაიტარა - ოპერაცია გაგრძელდა 20 საათზე მეტი.ოპერაციის შემდეგ ნეშმა შეძლო მეტყველება, რბილი საკვების მიღება და ნაწილობრივი მოძრაობების შესრულება სახის ნაწილებში.თავდასხმის შედეგად ჩარლა ნეში სრულად დაბრმავდა. მიუხედავად ამისა, იგი მედიის წინაშე ხშირად გამოდის. საუბრობს გადატანილ ტკივილზე და თავისი ისტორიის გაზიარებით ცდილობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.„არავის ვუსურვებ იმას, რაც მე გადავიტანე, მაგრამ თუ ჩემი ისტორია დაეხმარება იმას, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს — მაშინ ღირდა მისი გაზიარება“, — აცხადებს ნეში ერთ-ერთ ინტერვიუში.მან მიმართა აშშ-ის კონგრესს და მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც კრძალავს მაიმუნების და სხვა გარეული ცხოველების მოშინაურებას.სასამართლო დავა და კომპენსაციაჩარლა ნეშმა უჩივლა სანდრა ჰეროლდის  და მიიღო 4 მილიონიანი კომპენსაცია. მოგვიანებით შეეცადა დაეწესებინა პასუხისმგებლობა კონექტიკუტის შტატისთვისაც, თუმცა სასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა.მიუხედავად იმისა, რომ ჩარლა ნეშის ტრაგედია ერთ-ერთი ყველაზე შემაძრწუნებელია, მისი გამძლეობა და ძალა საზოგადოებისთვის შთაგონებად იქცა. ის ყოველდღე ახერხებს იმ ცხოვრებასთან შეგუებას, რომელიც თავდასხმის შემდეგ სრულიად შეიცვალა.

შერილ კრეინის ისტორია

1753717767

„მან 14 წლის ასაკში დედის შეყვარებული მოკლა...“ - უპრეცედენტო საქმე, როცა მოსამართლემ მკვლელობაში ბრალდებული გაამართლა

ქალი მკვლელების ისტორია მრავალფეროვანია. ზოგი მათგანი, მაგალითად 14 წლის შერილ კრეინმა, მოკლა დედის მაფიოზი შეყვარებული, რათა დედა დაეცვა. სასამართლომ მის დანაშაულს „სამართლიანი მკვლელობა“ უწოდა.14 წლის შერილ კრეინის ისტორია — როგორ დაიცვა დედა და რა მოხდა ჯონი სტომპანატოსთან1958 წლის 4 აპრილს შერილ კრეინი, 14 წლის გოგო და ცნობილი ამერიკელი მსახიობის, ლანა ტერნერის ქალიშვილი, მოულოდნელად აღმოჩნდა სისხლიანი და ტრაგიკული ამბის ეპიცენტრში.იმ დღეს, შერილმა მოკლა თავისი დედის შეყვარებული, ჯონი სტომპანატო — ადამიანი, რომელიც არა მხოლოდ ოჯახის დაძაბულობის წყარო იყო, არამედ რეალურ საფრთხეს ქმნიდა ლანა ტერნერის უსაფრთხოებისთვის.სტომპანატო ცნობილი მაფიოზი იყო და ბევრჯერ იყო ეჭვმიტანილი ოჯახურ ძალადობაში. ის მჭიდროდ იყო დაკავშირებული კრიმინალურ ორგანიზაციებთან და ხშირად იქცეოდა აგრესიულად. ლანა ტერნერს ხშიარდა ფიზიკურად უსწორდებოდა.ლანას გოგონა, შერილი, ბევრს იტანდა, მაგრამ 1958 წლის 4 აპრილის ღამეს სიტუაცია ისეთი დაძაბული გახდა, რომ შერილმა გადაწყვიტა, დედა დაეცვა...თავდაპირველად გავრცელდა ჭორები, თითქოს ლანა ტერნერმა თავად მოკლა შეყვარებული სტომპანატო და შერილს დააბრალა ეს საქმე, თუმცა სასამართლომ მტკიცებულებების საფუძველზე დაადგინა, რომ შერილმა ეს გააკეთა დედის სიცოცხლის გადასარჩენად.შერილმა საცხოვრებელ სახლში, დანით მოკლა ჯონი სტომპანატო. მისი მოქმედება სასამართლომ სამართლიანად შეაფასა და დანაშაული «მართებულ მკვლელობად» აღიარეს.შერილი არ დააპატიმრეს, რადგან ვერდიქტი იყო, რომ გოგონა მხოლოდ იცავდა დედას — ძალადობისგან.ეს შემთხვევა ხმაურიანი საქმე გახდა იმ დროს, რადგან გამოჩნდა ოჯახური ძალადობის ტრაგიკული შედეგები და იმდროინდელი ფემინიზმის პირველი გამოვლინებებაც იყო - როცა ახალგაზრდა ქალმა, მიუხედავად ასაკისა, ღირსება ყველაფერზე მაღლა დააყენა.შერილ კრეინის სასამართლო პროცესი1958 წლის 4 აპრილს, ლოს ანჯელესში მთელი ყურადღება მიპყრობილი იყო ახალგაზრდა შერილ კრეინს — 14 წლის გოგონასკენ, რომელიც უდანაშაულო სახით იყო ბრალდებული მაფიოზი ჯონი სტომპანატოს მკვლელობაში.მიუხედავად საზოგადოების და მედიის ზეწოლისა, სასამართლო პროცესი გამოირჩეოდა დეტალური და სამართლიანი განხილვით.ბრალდების მხარე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მკვლელობა წინასწარ დაგეგმილი იყო და შერილი ჩვეულებრივი მკვლელი იყო, რომელსაც შურისძიების მოტივი ჰქონდა.ბრალდების ადვოკატები აცხადებდნენ, რომ სტომპანატო ლანა ტერნერის შეყვარებული იყო და შერილის მოქმედება კი წამიერ გაღიზიანებას და მოულოდნელ აფექტს ეფუძნებოდა, მაგრამ ეს მკვლელობა მაინც დანაშაული იყო.დამცველების არგუმენტებიშერილის დამცველები, მათ შორის ლანა ტერნერის ახლო მეგობარი და ცნობილი ადვოკატი, მიმართავდნენ სხვა რაკურსს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ შერილი მოქმედებდა თავდაცვის მიზნით და რომ სტომპანატო იყო ოჯახური ძალადობის აგრესორი, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ლანას სიცოცხლეს.შერილის ადვოკატები წარმოადგენდნენ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ადასტურებდნენ სტომპანატოს პრობლემურ ხასიათს, აგრესიას და მუქარებს. თავად ლანა ტერნერმა აუხსნა სასამართლოს, თუ რამდენად საშიში იყო მისი შეყვარებული და რამდენად ხშირად განიცდიდა მისგან ძალადობას.ვერდიქტისასამართლომ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შერილმა მკვლელობა ჩაიდინა მხოლოდ საკუთარი და დედის სიცოცხლის დასაცავად. ეს იმ დროს შოკისმომგვრელი და პრეცედენტული გადაწყვეტილება იყო, რადგან არასრულწლოვანი გოგონა გაამართლეს „მართებული მკვლელობის“ საფუძველზე.სასამართლოს გავლენა შერილის ცხოვრებაზეპროცესის შემდეგ შერილი კრეინი საჯაროდ თითქმის აღარ გამოჩენილა, და მისი ამბავი უმეტესად ოჯახის  დრამატული წარსულის ნაწილი დარჩა. თუმცა, ეს საქმე დღემდე მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ადამიანის — განსაკუთრებით არასრულწლოვნის — სამართლიანი დაცვა და იმ პერიოდისთვის ხისტი სოციალური სტერეოტიპების განხილვა.