„ფრაზები როგორიცაა „ვიზიარებ“ ან „თანაგიგრძნობ“ ითვლება ენერგიის გადანაწილების აქტად...“ - ეზოტერიკოსის განმარტება

ხელი

„როდესაც ვინმეს უსამძიმრებთ სწორი სიტყვები გამოიყენეთ!“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში იურისტი, კრიმინოლოგი, პარაფსიქოლოგ-ეზოტერიკოსი, ტაროლოგი და ნუმეროლოგი ქეთევან ჯანდიერი წერს და რჩევებს გვიზიარებს. მისი თქმით, ფრაზები როგორიცაა „ვიზიარებ“ ან „გითანაგრძნობ“ ითვლება ენერგიის გადანაწილების აქტად.

„მეგობრებო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, როდესაც ვინმეს უსამძიმრებთ სწორი სიტყვები გამოიყენეთ! ეზოთერულად და ენერგეტიკულად, ფრაზები როგორიცაა „ვიზიარებ“ ან „გითანაგრძნობ“ ითვლება ენერგიის გადანაწილების აქტად — ანუ, ისინი ქმნიან ენერგეტიკულ ხიდს შენი და გარდაცვლილის ახლობლის ტკივილს შორის.

“ვიზიარებ“ სიტყვასიტყვით ნიშნავს: „შენს ტკივილს ჩემად ვიღებ“ — ანუ შენ ქვეცნობიერად იწოვ გლოვისა და დანაკარგის ვიბრაციას. ეს არ არის უბრალოდ თანაგრძნობა, არამედ ტკივილის ნაწილობრივი მიღება საკუთარ ველში.

ეს მოქმედებს განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, ვინც სენსიტიურია ენერგეტიკულად (ემპათები, ინტუიტები, მკურნალები და ა.შ.), რადგან მათთვის ეს ფრაზა მართლაც შეიძლება გადაიქცეს მძიმე ვიბრაციულ ტვირთად.

“გითანაგრძნობ“ უფრო რბილი ფორმაა, მაგრამ ენერგეტიკულად მაინც შეიცავს ტკივილის თანაზიარების ვიბრაციას — ანუ „შენი გრძნობა მე მეხება“.

ეზოთერულად უკეთესია გამოიყენო ნეიტრალური ან მხარდამჭერი ფორმულირებები, რომლებიც არ ითრევს/იწოვს ტკივილის ველს, მაგრამ გამოხატავს სიყვარულს და თანადგომას.

მაგალითად: “სიკეთისა და სინათლის ენერგიას გიგზავნი ამ რთულ პერიოდში” “ღმერთმა ნათელში ამყოფოს!”

“სიყვარული და შუქი გფარავდეს და გაგაძლიეროს.“ “მშვიდობასა და სინათლეს ვუსურვებ მის სულს.“ “დაე, დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი” — ასეთ ფორმულირებებს, არ “გადმოაქვს” ტკივილი შენზე, არამედ ენერგეტიკულად აგზავნის სინათლეს, მხარდაჭერასა და წონასწორობას!“- წერს ქეთევან ჯანდიერი.