„პრაიმ ჰაუსის“ ცნობილი წყვილი დაშორდა
1753732640
რიკარდო ლეივა მუნიოს რამირესი დაიბადა 1960 წლის 29 თებერვალს, ტეხასის შტატში, ელ-პასოში. მას პრობლემური ბავშვობა ჰქონდა, რომელიც ძალადობითა და ნარკოტიკებით იყო სავსე.
მამის ძალადობისგან თავის დასაღწევად, რამირესი ბევრ დროს ატარებდა უფროს ბიძაშვილთან, მიგელთან, რომელიც ვიეტნამის ომის ვეტერანი იყო. სამწუხაროდ, მიგელის გავლენა არც მამის გავლენაზე იყო უკეთესი. მისი უფროსი ბიძაშვილი ომის დროს ჩადენილი სასტიკი ქმედებებით ტრაბახობდა – რამირესს ძალადობა და მკვლელობა აღაფრთოვანებდა.
მალე რამირესს განუვითარდა აკვიატება იმავე სახის სექსუალური და ფიზიკური ძალადობის მიმართ, რასაც მიგელი ახორციელებდა თავის ფოტოებზე გამოსახულ ქალებზე.
ვიეტნამში ყოფნისას მიგელმა გააუპატიურა, აწამა და მოკლა რამდენიმე ვიეტნამელი ქალი — და რაც ყველაზე შემზარავია, ამის ფოტოსურათებიც ჰქონდა.
როდესაც რამირესი მხოლოდ 13 წლის იყო, მან საკუთარი თვალით იხილა, როგორ ესროლა მიგელმა ცოლს და ადგილზე მოკლა. ამ ამბის შემდეგ რამირესი ნელ-ნელა გარდაიქმნა — ჩაიკეტა საკუთარ თავში და გადაიქცა ცივ გრძნობებზე მყოფ მოზარდად.
სატანიზმისადმი ინტერესის გაღვივებიდან ნარკოტიკებზე დამოკიდებულებამდე რამირესის ცხოვრება ბნელი მიმართულებით წავიდა.
მიუხედავად იმისა, რომ მისი ადრეული დანაშაულების უმეტესობა 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში ქურდობასა და ნარკოტიკების შენახვას უკავშირდებოდა, მხოლოდ დროის საკითხი იყო, სანამ ისინი ენით აუწერელ ძალადობაში გადაიზრდებოდა.
ის ადამიანებს სახლებში უვარდებოდა, რა დროსაც საშინელი მკვლელობებს, სექსუალური ძალადობასა და ძარცვას ჩადიოდა. მისი მეთოდები სასტიკი და მრავალფეროვანი იყო, მათ შორის, სროლა, დანის დარტყმა, მსხვერპლთა დახრჩობა და ა.შ. რამირესისთვის სულერთი იყო მსხვერპლის ასაკი, სქესი ან ეთნიკურობა. ის კლავდა ყველას, ვინც გზაზე გადაეღობებოდა.
რამირესი სახლებში ხშირად ჩაკეტილი ფანჯრებიდან ან კარებიდან შედიოდა და ძილში თავს ესხმოდა თავის მსხვერპლს. ზოგჯერ ის ტოვებდა სატანისტური სიმბოლოებს დანაშაულის ადგილზე და ეშმაკისადმი საკუთარ სიმპათიებსაც გამოხატავდა. ამიტომ შეარქვეს მას „ღამის სტალკერი“. მისი უნარი – ყოველ ჯერზე წარმატებით გადარჩენოდა დაჭერას – კალიფორნიაში განსაკუთრებულ შიშსა და პანიკას იწვევდა.
რამირესი საბოლოოდ დააკავეს 1985 წლის 31 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ ლოს-ანჯელესის მაცხოვრებლების ჯგუფმა იგი ამოიცნო და პოლიციის მოსვლამდე შეიპყრო.
მისმა დაპატიმრებამ შეშინებულ საზოგადოებას შვება მოუტანა და სასამართლო პროცესიც მედიის სენსაციად იქცა. 1989 წელს რამირესი გაასამართლეს მკვლელობის 13, მკვლელობის მცდელობის 5, სექსუალური ძალადობის 11 და ქურდობის 14 საქმეში. მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს და დარჩენილი სიცოცხლეც განაჩენის აღსრულების მოლოდინში გაატარა.
რიჩარდ რამირესი გარდაიცვალა ლიმფომასთან დაკავშირებული გართულებებით, 2013 წლის 7 ივნისს, სან კვენტინის შტატის ციხეში, სიკვდილით დასჯის მოლოდინში.