მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
დღეს ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტები მათემატიკას აბარებენ. ერთ-ერთი აპლიკანტი გამოცდიდან რეკორდულ დროში, 20 წუთში გამოვიდა.
აბიტურიენტი ამბობს, რომ მან ტესტები დაწერა, დანარჩენი კი არ იცოდა და არ დაუწერია. იგი ამბობს, რომ ტესტები რთული არ იყო.
„27 ტესტი დავწერე და გამოვედი. ტესტები რთული არ იყო და დავწერე. დანარჩენი არ ვიცოდი კარგად და არ დამიწერია”, – თქვა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში ბიჭმა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მათემატიკის ჩაბარების სურვილი 13 800–ზე მეტმა აბიტურიენტმა გამოთქვა. გამოცდა ორ სესიად ჩატარდება.