წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1766086227
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ბუდაპეშტში უნგრეთის კულტურისა და ინოვაციის მინისტრ ბალაშ ჰანკოსთან ოფიციალური შეხვედრა გამართა.
მხარეებმა, ორმხრივი შეხვედრის ფორმატში, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების გზებსა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.
გივი მიქანაძემ ბალაშ ჰანკოს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეები გააცნო და საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ზოგადი და უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმების მნიშვნელობაზე.
საუბარი შეეხო საქართველოსა და უნგრეთის პროფესიულ კოლეჯებს შორის კავშირების გაფართოებას. მათ შორის, ქართველი მასწავლებლებისთვის უნგრეთის პროფესიულ სასწავლებლებში სტაჟირების გავლის შესაძლებლობას.
მინისტრები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც მინისტრის მოადგილეების ხელმძღვანელობით, განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროების მიმართულებით სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე იმუშავებს. ასევე, 2026 წელს, ორი ქვეყნის ერთობლივი ძალისხმევით, უნგრეთის წამყვან “ელტეს” უნივერსიტეტის ბაზაზე ქართველოლოგიის ცენტრი გაიხსნება.
შეხვედრის დასასრულს მინისტრებმა სამომავლო პარტნიორობის გაღრმავებისა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების მზაობა გამოხატეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, საქართველოს ელჩი უნგრეთში ნიკოლოზ ლალიაშვილი, საქართველოს დელეგაციის წევრები და უნგრეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.