პენიტენციური სამსახური ზურაბ ჯაფარიძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
1766143428
2025 წლის Model of the Year – Readers’ Choice კატეგორიაში „Best Street Style“ გამარჯვებული გახდა ქართველი მოდელი მატილდა გვარლიანი, რომლის ყოველდღიური ლუქები სეზონიდან სეზონამდე გარდაიქმნება მოდის თანამედროვე ენად.
მინიმალიზმი, თავისუფლება და შინაგანი ძალა — სწორედ ამ ელემენტებით მოიპოვა მან მოდის აუდიტორიის ხმები და ქუჩის სტილის ლიდერის სტატუსი.
Models.com არის წამყვანი ონლაინ პლატფორმა მოდის ინდუსტრიაში, რომელსაც იყენებენ მოდელებთან, სააგენტოებთან და სხვა ფეშენ–კრეატიულ პროფესიონალებთან დასაკავშირებლად. ასევე, ინფორმაციის მოძიებისა და გაზიარებისთვის.
Matilda Gvarliani და Models.com–ის გამოკითხვა „Best Street Style Women+“ (ქუჩის სტილის საუკეთესო ქალები)
მატილდა გვარლიანი სწორედ ამ კატეგორიაში პირველ ადგილზე გავიდა მკითხველთა ხმის მიმცემებში — მან 30.2% მიიღო, რაც ყველაზე მაღალი შედეგია. ამის საფუძველზე შეიძლება ვთქვათ, რომ მოდელებს შორის საზოგადოებრივი გამოკითხვით მან გაიმარჯვა ქუჩის სტილის კატეგორიაში