1777927983
რომელმა დარგებმა განაპირობა საქართველოს ეკონომიკის 10.7%-იანი ზრდა - გოგიტა თოდრაძის განმარტება
საქსტატმა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება გამოაქვეყნა. 2026 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 10.7 მეათედი პროცენტი შეადგინა. უწყების ინფორმაციით პირველი კვარტლის საშუალო რეალური ზრდა 9.1 მეათედი პროცენტით განისაზღვრა.
"2026 წლის მარტში, სახეზე გვაქვს საქართველოს ეკონომიკის 10.7%-იანი ზრდა. შესაბამისად, 2026 წლის პირველი კვარტლის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 9.1%. საანგარიშო პერიოდში, დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა დაახლოებით 13.4%-ით გაიზარდა და 15 მილიარდ 600 მილიონ ლარს მიუახლოვდა.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები, სამთო მომპოვებითი მრეწველობა, მშენებლობა, ტრანსპორტი და დასაწყობება," - აცხადებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) აღმასრულებელი დირექტორი, გოგიტა თოდრაძე.










