პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 7.7 პროცენტით შემცირდა - საქსტატი

საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2025 წლის პირველ კვარტალში 179.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2024 წლის პირველი კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 7.7 პროცენტით ნაკლებია.

საქსტატის ცნობით, კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.

უწყების ანგარიშით, 2025 წლის პირველ კვარტალში სააქციო კაპიტალმა 62.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.6 პროცენტია. რეინვესტიციამ 150.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა და მისი წილი 83.6 პროცენტით განისაზღვრა.