ოქროს ფასმა 4000 დოლარს პირველად გადააჭარბა

ოქრო

1 უნცია ოქროს ფასმა 4000 დოლარს პირველად გადააჭარბა. ფასი ახლაც აგრძელებს ზრდას და დაახლოებით 4050 დოლარს შეადგენს. წლის დასაწყისიდან ოქრო 50%-ზე მეტით გაძვირდა.

სპეციალისტები ამ ზრდას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებენ, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს და აშშ-ის მთავრობის „შათდაუნს“, რომელიც უკვე მეორე კვირაა გრძელდება.

ასეთ ვითარებაში, ოქრო განიხილება, როგორც ე.წ. „უსაფრთხო თავშესაფრის“ საინვესტიციო აქტივი , რომლისგანაც მოსალოდნელია, რომ შეინარჩუნებს ან გაზრდის თავის ღირებულებას ბაზრის ტურბულენტობის ან ეკონომიკური ვარდნის პერიოდებში.