ეროვნული ბანკი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

დოლარი

სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს საერთაშორისო რეზერვების შევსებას, ივლისში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად, სავალუტო რეზერვები 416.9 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ივლისის მდგომარეობით 5.0 მლრდ დოლარს აჭარბებს. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.

სებ-ის ცნობით, საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია.

„სებ-ი ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა. როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის. ამასთან, 2025 წლის სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება: იანვარ-თებერვალი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა; მარტი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 101.7 მილიონი აშშ დოლარი; პრილი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.4 მილიონი აშშ დოლარი; მაისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 245.4 მილიონი აშშ დოლარი; ივნისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 266.0 მილიონი აშშ დოლარი; ივლისი – Bmatch-ით წმინდა შესყიდვა 416.9 მილიონი აშშ დოლარი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25  სექტემბერს გამოაქვეყნებს.