აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წლიურად 4.4 პროცენტით გაიზარდა

გელა გელაძე გურიაში მანდატურის სამსახურის ახალი რეგიონული ოფისის მშენებლობას გაეცნო

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.02 პროცენტით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაიზარდა 4.4 პროცენტით.

მათ შორის, საქსტატის ცნობით, საცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.4 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8.9 პროცენტით; არასაცხოვრებელი სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 1.4 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით გაიზარდა 4.0 პროცენტით; სამოქალაქო სეგმენტის ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0.1 პროცენტით, ხოლო გასული წლის შესაბამის თვესთან შედარებით 0.3 პროცენტით.

უწყების ანგარიშით, 2025 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.02 პროცენტით გაიზარდა. აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო ტრანსპორტირების, საწვავისა და ელექტროენერგიის ხარჯების კატეგორიის 1.2 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც 0.1 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

„წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 4.4 პროცენტით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 16.1 პროცენტიანი ზრდით და მანქანა-დანადგარების ხარჯების კატეგორიის 5.3 პროცენტიანი გაძვირებით, რამაც შესაბამისად, 3.87 და 0.34 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. ამასთან, 2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 25.0 პროცენტით“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.