„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
2024 წელს მრავალწლოვანი კულტურების წარმოებამ 620.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით, 133.6 ათასი ტონით (27.4%) მეტია.
აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მრავალწლოვანი კულტურების წარმოების ზრდა ძირითადად ყურძნის, ვაშლის, ატმისა და ვაშლატამას წარმოების გაზრდამ განაპირობა
„2024 წელს ყურძნის წარმოება – 100.8 ათასი ტონით (45.7%), ვაშლის – 26.3 ათასი ტონით (52.2%), ატმის და ვაშლატამას – 10.4 ათასი ტონით (35.4%) გაიზარდა.
საანგარიშო პერიოდში ზრდა დაფიქსირდა სხვა მრავალწლოვანი კულტურებშიც, მათ შორის მნიშვნელოვანი მატებაა თხილის, მსხლის, კენკროვანი ხილისა და სხვა კულტურების წარმოებაში. თხილის წარმოება – 17.1%-ით (6.3 ათასი ტონა), მსხლის – 20.2%-ით (1.9 ათასი ტონა) და კენკროვანი ხილის – 32.8%-ით (1.9 ათასი ტონა) გაიზარდა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.