გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ. IFTM Paris 2026-ის გამოფენაზე რეგიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარადგინა. აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს ფრანგული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან. მათ შორის Le Figaro Voyage, Hachette, Petit Futé, Lonely Planet, National Geographic Traveller, საფრანგეთის DMC ალიანსის და საფრანგეთის ეროვნული ტელევიზიის წარმომადგენლებთან. პარიზის გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1600-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი.
მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონი 20-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინა. მათ შორისაა იაპონიის, დუბაის, ბერლინის, მადრიდის, ნიუ-იორკის, ჩინეთის, ფრანქფურტის, ინდოეთის, ყაზახეთის, უნგრეთისა და ისრაელის გამოფენები. გარდა გამოფენებზე აჭარის პოპულარიზაციისა, რეგიონის შესახებ არაერთი მასალა გამოქვეყნდა საერთაშორისო გამოცემებსა და უცხოელი ინფლუენსერების გვერდებზე. წელს, აჭარას ბლოგერები პოლონეთიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან სტუმრობდნენ. მათ მიერ მხოლოდ ერთ თვეში აჭარაზე გამოქვეყნებული კონტენტის ნახვებმა სოციალურ მედიაში 25 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას წლის ბოლომდე გააგრძელებს, როგორც საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში აჭარის წარდგენით, ისე მედიატურების ორგანიზებითა და სხვადასხვა მარკეტინგული კამპანიებით.