გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
2 ოქტომბერს, 19:00 საათზე, MESMA ART SPACE-ში მხატვარ ნინო „სანი“ სარალიძის პერსონალური გამოფენა- „შეაღე კარი“ გაიხსნება.
გამოფენა თბილისობას ეძღვნება და დამთვალიერებელს ავტორის თვალით დანახულ თბილისს გააცნობს- ქალაქს, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ, თუმცა მის ნაცნობ ქუჩებში, შენობებსა და დეტალებში მუდმივად შეიძლება რაღაც ახალი აღმოვაჩინოთ.
„კარი გავაღე… არც კი ვიცოდი, რომ ღია იყო ჩემთვის“- ეს ფრაზა გამოფენის მთავარი იდეის ერთგვარი გამოხატულებაა. „შეაღე კარი“ დამთვალიერებელს სთავაზობს, ნაცნობ ქალაქს განსხვავებული პერსპექტივიდან შეხედოს და ნამუშევრებში საკუთარი თბილისიც აღმოაჩინოს.
თბილისობის დღეების ფარგლებში MESMA ART SPACE ნინო „სანი“ სარალიძის ნამუშევრებსა და მის თბილისურ ხედვას უმასპინძლებს.
გამოფენა 2 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიხსნება და 6 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მისამართი: MESMA ART SPACE, დავით აღმაშენებლის გამზირი №139, თბილისი.