გზებზე უწყვეტი წითელი ზოლი გამოჩნდა - რას ნიშნავს ახალი მონიშვნა და რამდენია ჯარიმა
1790794934
საქპატენტმა დიმიტრი (დიმა) ანთაძის ფერწერული ტილო - „კუ“ სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას გადასცა. ნამუშევარი საქპატენტის მცხეთის სათავო ოფისის სივრცეში იყო წარმოდგენილი, ხოლო დღეიდან ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში განთავსდება. აღნიშნულ საგამოფენო-სამუზეუმო სივრცეში ამ ხელოვნების ნიმუშის გამოფენა მისი ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენასა და საზოგადოებრივი ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.
ცენტრის სამუზეუმო დარბაზი განახლებადი პერიოდულობით დროებით და მუდმივმოქმედ ექსპოზიციებს ეთმობა. ამ სივრცეში გამართული გამოფენები გამოირჩევა დამთვალიერებელთა მაღალი ნაკადით და სარგებლობს ფართო საზოგადოების დიდი ინტერესითა და მოწონებით. შესაბამისად, დიმა ანთაძის ნამუშევრის ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში განთავსება ახალ კულტურულ მნიშვნელობას შეიძენს.
საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ საქპატენტის თავმჯდომარეს სოსო გიორგაძეს მადლობა გადაუხადა ფერწერული ტილოს გადაცემისთვის და აღნიშნა, რომ, ხელოვნების ნიმუშების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია, ხელოვანების ცნობადობის გაზრდა და ხელშეწყობა.
ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრი ქალაქ ზუგდიდში, დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის იანვარში გაიხსნა. ეს არის თანამედროვე სტანდარტების მულტიფუნქციური შენობა, რომელიც მოიცავს მედიათეკას, სამუშაო, სალექციო და საკონფერენციო აუდიტორიებს, სამკითხველო და საგამოფენო-სამუზეუმო დარბაზებს.
აღსანიშნავია, რომ ამავე ცენტრში გაიმართა საქართველოს ადგილწარმოშობის დასახელებებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების შესახებ ჟურნალის მეორე ნაწილის პრეზენტაცია, რომლის ფარგლებშიც საქპატენტის თავმჯდომარემ ცენტრს დიმა ანთაძის ფერწერული ტილო გადასცა.