წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი

ონკანი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს.

კომპანიის ცნობით, ქუჩების ნაწილს 16 საათით შეუწყდება.

ისნის რაიონში, ლობჟანიძის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოები ჩატარდება, სამუშაოების მიმდინარეობისას 7/14/2026 22:00-დან 7/15/2026 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: ვლადიმერ ლობჟანიძის(საექიმოს) ქუჩას და გასავალს, ქეთევან წამებულის გამზ. N67, 67ა, 69, წამებულის I ჩიხი, ნავთლუღის N24 ნომრებს ყველას.

სოფ. დიდი ლილო პირველ სატუმბოს სადგურთან ქსელზე დაზიანებაა. წყალმომარაგების აღდგენის დრო გადაიწია 15/07/2026 10:00-მდე. ბოდიში შეფერხებისთვის.

ნაძალადევი, ხუდადოვის ქ. N 173-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების გამო 7/15/2026 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდა: ხუდადოვის N173.

გლდანი, მუხიანი 2 სატუმბოში წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 7/14/2026 18:35 -დან 7/15/2026 06:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება: მუხიანის აგარაკებს (მუხიანი 2), ბარბარე ბაირამაშვილის და გობრონიძის N 46 ქუჩებს.